ტრგედია თბილისში
„მეორე მანქანა დაეჯახა და ინერციით გადავარდნენ მტკვარში... საოცარი ბიჭები იყვნენ“

დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. მაშველები და სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მტკვარში ჩავარდნილ მანქანაში მყოფ ახალგაზრდებს და მთელი დღეა, სამწუხაროდ, მათ ვერ მიაგნეს. როგორც ცნობილია, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ისხდნენ “ფორდ ფუჟენის” მარკის ავტომობილში, როცა მათ მანქანას სხვა ავტომობილი დაეჯახა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდა.
.
როგორც ამბობენ, მანქანაში სულ 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა შეძლეს და ამ დრომდე ეძებენ სამ ახალგაზრდას. მათ შორის ორის ვინაობა ამბები.ჯი-მ გაარკვია და მათი ინფორმაციით, ისინი ზუგდიდელი ბიჭები არიან გიგა შამუგია და უტა ელიავა.
“ვინც გადაარჩინეს იმან თქვა, ნაპირისაკენ მოცურავდაო, მაგრამ ის მანქანა დაეჯახაო, რომელშიც ვისხედითო, დინებას მიჰქონდაო მანქანა და იმან გადაუარაო. მერე აღარ მინახავსო. იმედია, მართლა გაცურა და საქმე შეაფარა თავი. სასწაულს ველოდებით. მართლა საოცარი ბიჭები იყვნენ, უწესიერესი ბიჭები, მესამეზე არ მაქვს ინფორმაცია, ძალიან დიდი უბედურება დატრიალდა, არ ვიცი მთელი დღეა ადგილს ვერ ვპოულობ, ძალიან განვიცდი“, -უყვება ამბები.ჯი-ის ბიჭების ახლობელი.
ამბები.ჯი-ის ახლობლები ასევე უყვებიან, რომ მომხდარის დროს არც ერთი საჭესთან არ იჯდა და ავტომობილს სხვა პირი მართავდა. ასევე, მათი ცნობით, მესამე ახალგაზრდა, რომელსაც ეძებენ, სავარაუდოდ სტუმარია, რომელიც ბიჭებთან უცხოეთიდან იყო ჩამოსული.
„გიორგი და უტა მეგობრები იყვნენ, ძალიან ახლო მეგობრები. ძმებივით იყვნენ. ისეთ მდგომარეობაში ვართ, დაბნეულები და შოკირებულები, საუბარი გვიჭირს. როგორც გავიგეთ და თვითმხილველებმაც თქვეს, მეორე მანქანა დაეჯახა და ინერციით გადავარდნენ მტკვარში. გიორგი უნივერსიტეტში სწავლობდა თბილისში. საშინელება მოხდა. მეტს ვერაფერს ვიტყვით ჯერჯერობით” – ყვებიან ახლობლები.