საზოგადოება

,,უამრავი მანქანა ჩვეულებრივ დაქრის აღმა-დაღმა, ცხადია, საშვებით და… შენ, სამსახურში მისვლას გიკრძალავენ”

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:

_ სამწუხაროა!
საქართველოს ხელისუფლება ვერ გასცდა საბჭოთა-ნომენკლატურულ პრიმიტიულ წარმოდგენებს…
უამრავი მანქანა ჩვეულებრივ დაქრის აღმა-დაღმა, –
ცხადია, საშვებით და…
(ქართველები ვართ, ძმაო, სად წაუხვალ ნეპოტიზმს, ერთგულებს, მლოკავებს და თუქსუსებს (ძაან პრესტიჟული პროფესია იყო ერთ დროს თბილისში… ჰოდა,”კარგის” დავიწყება არ ეგების…)

… გადით ვაჟა-ფშაველაზე (მე ეს მიმიწივდება) და ნახავთ!

შენ (მე და ყოველ ჩვენთაგანს) კი სამსხურში მისვლა აგვიკრძალეს და..
უნდა სახლში იჯდე და ამ ნაგავ ”მთავრ” ტელევიზიებს უსმინო,
რომ ადამიანის დამამცირებელი პროპაგანდა შეითვისო?!
არა, ასე არაფერი გამოვა!

Related Articles

Back to top button
Close