სამართალი და კრიმინალი

რატომ მოიკლა თავი 16 წლის არასრულწლოვანმა?_ გამოძიების უცნობი დეტალები

16 წლის არასრულწლოვანის თვითმკვლელობის საქმეზე 6 პირი დააკავეს. მათგან 2- არასრულწლოვანი და 4-სრულწლოვანია. გამოძიება ძარცვისა და პირის  თვითმკვლელოამდე მიყვანის მუხლით უკვე მიმდინარეობს, ჯერ უცნობია საქმის ყველა დეტალი.

23 სექტემბერს, ვარკეთლში, კალოუბნის 36 ნომერში,  108-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, 16  წლის არასრულწლოვანი, გიორგი ყუშიტაშვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-9  სართულიდან გადმოხტა. ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა. ამის  მიზეზად სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა სახელდება.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 23 სექტემბერს 6 პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილს, მათ დამამციებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით მობილური ტელეფონი წაართვეს მოზარდს და ლომბრდში ჩააბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კურიერის მიერ დასმულ კითხვათა უმეტესობა უპასუხოდ დატოვა,  ,,კურიერის“ გადამღემა ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე დეტალი შეიტყო საქმეზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარის მეორე  დღეს, ამავე ფაქტზე პოლიციამ  1999 წელს დაკავებული, წარსულში ქურდობასა და ძარცვისთვის ნასამართლები  გ.მ. დააკავა, რომელსაც ძარცვასთან ერთად ბრალად ედება, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი ჩხრეკისას ამოეღებულია ,,ნაგანის“ ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ,,ვაზნები“

დანარჩენ 5 დაკავებულს შორის, 2-არასრულწლოვანი და 3-სრულწლოვანია. დაკავებულნი არიან; 1999 წელს დაბადებული გ.შ, 2002 წელს დაბადებული, წერსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ, 1998 წელს დაბადებული გ.გ, 2002 წელს დაბადებული გ.მ და 1998 წელს დაბაადებული, წარსულში ძალადობასა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ .

საქმის პროკურორი ნათია ქომიშვილი ამბობს, რომ არსებობენ თვითმხილველი მოწმეები, რომლებმაც დაინახეს, როგორ განახორციელეს ბრალდებულმა პირებმა გარდაცვლილზე ჯგუფური ძარცვა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ბებია მედიასთან ყვება, რომ გარდაცვლილს ბიჭებმა ტელეფონი წაართვეს, დაალომბარდეს და უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პირისპირ გაუსწორდებოდნენ.

როგორც გამოძიებით გაირკვა, საქმეში ასევე ფიგურირებს ტაქსის მძღოლი, რომლის პირადობის მოწმობითაც გარდაცვლილის ტელეფონი ლომბარდში ჩააბარეს. ბრალდებულის  ახლობლებს უჭირთ გამოძიების ოფიციალური ვერსიის დაჯერება, რომ თვითმკვლელობის მიზეზი მობილური ტელეფონის წართმევა იყო.

ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი წიწილაშვილის ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ირწმუნება, რომ ძარცვას ადგილი არ ჰქონია და გარდაცვლილმა არასრულწლოვანმა ბრალდებულ პირებს მობილური ტელეფონი ნებაყოფლობით გადასცა, რომელიც დაკავებულმა პირებმა ის ლომბარდში ჩააბარეს.

,,შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა, ტელეფონი ერთი დღით დაალომბარდეს ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი უკან უნდა დაებრუნებინათ, რომელ ძარცვაზეა საუბარი…“- აცხადებს ადოკატი.

ბრალდებულები პატიმრობაში იმყოფებიან, გამოძიება დასრულებული არ არის. 16 წლის არასრულწლოვანი უკვე დაკრძალეს.

ელენე მეტრეველი

 

 

Related Articles

Back to top button
Close