საზოგადოება

ზაზა სვანაძის რეპორტაჟი დავით სარალიძის ორგანიზებული აქციიდან (ვიდეო)

პირდაპირი ჩართვის ამსახველი ჩანაწერი რუსთაველის გამზირიდან, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე მოზარდი, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოკლული მოზარდის მამამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისი შვილის საქმეზე არსებული კითხვები პასუხგაუცემელია და 27 მაისს რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა.
euronews.ge – მოვლენების ეპიცენტრიდან ყველაზე მნიშვნელოვან და კულმინაციურ მომენტებს წარმოგიდგენთ.
( პირველი ნაწილი ). ჟურნალისტი ზაზა სვანაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close