საზოგადოება

,,ყველა აეროპორტში ჩინეთის რეისებს თერმომეტრებით ხვდებიან, ჩვენთან კი გულით ელოდება მახრჩობელად წოდებული ოლიგარქი”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მთელი მსოფლიოს აეროპორტებში ჩინეთიდან ჩამოფრენილ რეისებს თერმომეტრებით ხვდებიან. ერთადერთი გამონაკლისი თბილისის აეროპორტია, სადაც ჩინური კობრის ქვესახეობიდან წარმოშობილ კორონავირუსს, როგორც სჩანს მთელი გულით ელოდება, თავის დროზე, მოსკოვში მახრჩობელა გველად წოდებული ოლიგარქი. ეტყობა ვირუსთა ისეთი სიმბიოზი უნდა გადმოგვდოს, რომ ვინც ვერ გავასწარით ქვეყნიდან, ადგილზე გადავშენდეთ.ეს შესავლისათვის.

ხვალიდან კი კეთილი ინებეთ და არ დაუშვათ ჩინეთიდან ჩამოსულთა სამედიცინო შემოწმების გარეშე ქვეყანაში შემოშვება. აგრეთვე მუდმივი მონიტორინგი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურ დასახლებებში თბილისიდან ქუთაისამდე და ხარაგაულშიც, სადაც ათასობით ჩინელი ჩამორეკეთ ავტობანის მშენებლობაზე, თითქოს აქ არ გვყავდეს სპეციალისტები ანდა სულ დასაქმებული იყოს ყველა.

Related Articles

Back to top button
Close