გუშინ, პეკინის ქუჩაზე შიშველი მამაკაცი დასეირნობდა. ამ ფაქტის ფოტოებს ფეისბუქმომხმარებლებისგან უფრო მეტი აღშფოთება მოჰყვა, ვიდრე იმ ადამიანებისგან, რომლებიც შიშველი კაცის ქუჩაში სეირნობას შეესწრნენ.  შიშველი მამაკაცის გამოჩენა თბილისში, რატომღაც დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს დაუკავშირეს და მისი გამოჩენისთვისაც, რატომღაც ის გალანძღეს.

აი, რას წერენ სოციალურ ქსელში:

“გიხაროდენ!!!”კალაძის “სიცოცხლით სავსე” თბილისი ამიერიდან “ნუდისტთა” დედაქალაქია!
ბრავო, ბრავო, საქართველოს დედაქალაქის მერს!!!
P.S.დღეს პეკინის ქუჩაზე შიშველი ვერკაცი უდარდელი, ღიმილიანი სახით დააბიჯებდა! სირცხვილი?! რომელ სირცხვილზეა საუბარი თურქული, ირანული, არაბული, ჩინური… ბორდელებით სავსე თბილისში”.

,,ამას რას მოესწრო ჩემი თაობა?! საქართველოს დედაქალაქში, პეკინის ქუჩაზე, შიშველი კვერკაცი დააბიჯებს! ვაი, შენ, ჩემო, გასიცილებულო, სულში ჩაფურთხებულო ქვეყანა და ერო! რა გადაგარჩენს? ვინ წამოგაყენებს ფეხზე?!”

,,ეს არის დედაქალაქის მერო ,,სიცოცხლით სავსე ქალაქი”? არა და არა!!!! ეს არ არის თბილისი!!!! ეს სოდომ-გომორი და სატანის სამფლობელოა…”

,,ვინ დამიბრუნებს ყრმობის დროინდელ, ოქროს ბადაღშში ჩასმულ თბილისს? კალაძე?! მეტი არაა ჩემო მტერი….”

,,ამ გარეწარს და ნაძირალას იცით რამდენი ათასობით დოლარი ან ევრო ექნება აღებული, რომ საქართველო და ქართველები შეარცხვინოს და გაათახსიროს???…დიდი საქმე თუ 200 ლარით დააჯარიმეს, რაც ჯარიმის მუხლი წაუყენეს, უნდა დაემატებინათ ამავე დროს ბოროტი ხულიგნობაც, საზოგადოების აშკარა უპატივცემლობა, იგნორირება, აბუჩად და მასხრად აგდება!!!”

კომენტარები