საზოგადოება

შალვა ნათელაშვილმა ომის ვეტერან ცოლ-ქმარს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

შალვა ნათელაშვილმა ფაშიშზმზე გამარჯვების დღე მიულოცა თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ომის ვეტერან, მხცოვან ცოლ-ქმარს, გრიშა ჩომახაშვილს და ციცო წიკლაურს.

შალვა ნათელაშვილი:

– ამ გმირმა ხალხმა მოიგო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ომი. საქართველომ გაიღო ყველაზე დიდი მსხვერპლი, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, 400 ათასი ვაჟკაცი ჩაწვა ევროპის სტეპებში. უმაღლესი მთავარსარდალიც ქართველი იყო. ვფიქრობ, მოვიდა დრო, გერმანიამ აანაზღაუროს ჩვენთვის მიყენებული უზარმაზარი ზარალი, გასცეს კომპენსაცია ომის ვეტერანებზე, დაღუპულთა ოჯახის წევრებზე, მათ შთამომავალზე, ასევე, საქართველოს ბიუჯეტში შემოიტანოს იმის პატარა ნაწილიც კი, რაც მათი ხელისუფლების მიერ გაჩაღებულმა უდიდესმა ომმა მოგვაყენა და სხვათაშორის, ის ხელისუფლება, დემოკრატიული არჩევნებით, გერმანელი ხალხის 87 პროცენტმა აირჩია. ეს არ არის რაიმე სიახლე. გერმანია, ამ მიზეზით, ფინანსურ კომპენსაციას უხდის ისრაელს, საფრანგეთს, პოლონეთს. მარტო ჩვენ ვართ ჩუმად. ვინც რამეს დაგვიშავებს, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რუსი იქნება, გერმანელი, თუ მარსიანელი.

Related Articles

Back to top button
Close