ეკონომიკა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია “ტიფლისი“ ორთაჭალაში 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

4 თებერვალი, 2022– საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით კომპანია „ტიფლისი“ ორთაჭალაში 2 ბლოკიან, 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.  პროექტის ჯამური მოცულობა 2 600 000 აშშ დოლარია.

“ტიფლისი ორთაჭალა“ საცხოვრებელ ბინებთან ერთად მოიცავს საპარკინგე ადგილებსა და კომერციულ სივრცეს. მას საუკეთესო ლოკაცია, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და რეკრეაციული ზონა გამოარჩევს. პროექტის მიხედვით სკვერი გამწვანებული იქნება სხვადასხვა ჯიშის იშვიათი ხე-მცენარეებით. სკვერში განთავსებული იქნება სივრცე შინაური ცხოველებისთვის, ტრენაჟორები და საბავშვო გასართობი არეალი.

„ჩვენი ახალი პროექტი მთლიანად აშენებულია თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიური თბო საიზოლაციო მასალებით, ფასადი მოპირკეთებულია მარმარილოთი და ეკოლოგიურად სუფთა საღებავით. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საუკეთესო ენერგოეფქტურობას და უსაფრთხოებას. თანამედროვე ტექნოლოგიები მომავალ მაცხოვრებლებს კომუნალურ ხარჯებს თითქმის ორმაგად უმცირებს. პროექტი უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოების უმაღლესი სისტემებით. მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ ადგილმდებარეობას და ულამაზეს ხედებს, საუკეთესოდ დაგეგმარებულ ბინებს, რომელიც სრულად მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს. მაღალი ხარისხი, საქმისადმი პროფესიული მიდგომა, კომფორტული გადახდის პირობები და ჩაბარების ვადების დაცვა – ეს სწორედ ის კრიტერიუმებია, რომელზეც ორიენტირებულია ჩვენი კომპანია,“- განაცხადა ნუგზარ ნებირიძემ, კომპანია  „ტიფლისის“ წარმომადგენელმა.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ დეველოპერულ  ბიზნესს, ორივემ ერთად კი მომხმარებელს. კერძოდ, ბანკისა და კომპანია „ტიფლისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ენერგოეფექტური, მაღალი სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მათზე მორგებული პირობით- გარანტირებული შენაძენით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

ინფორმაციისთვის, გარანტირებული შენაძენი საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close