საზოგადოება

,,ევროპაში, ობიექტზე შესულ ტურისტს ჩუქნიან რაღაცეებს…. აქ კი… “

,,გერმანელ ცოლ-ქმარს 5 ყავაში გადაახდევინეს 75 ლარი და არ აძლევდნენ ჩეკს... ევროპა გინდებლარიან?"

ქართული საოცრება:
1. საქართველოში გერმანიიდან ჩამოვიდა ცოლ-ქმარი. ცოლი ქართველია. ესტუმრნენ ოპენ ეარს – ცოლმა ორ ჯინტონიკში გადაიხადა 30 ლარი, ქმარმა – 90.
2. წუხელ, აეროპორტში ვაცილებდით მათ. ყავის ყიდვა გადაწყვიტა ქმარმა- სულ ხუთი ყავა. ფასები გამოკრულია. გადაახდევინეს 75 ლარი და არ აძლევენ ჩეკს. მივედი – თავაზიანად ვებუნები – ჩეკს რატომ არ აძლავთ?
– მივცემ, ყავასთან ერთად, რომელსაც ვამზადებ, – მპასუხობს ალეწილი გამყიდველი.
გვაძლევს ჩეკს. სხვაობა 20 ლარამდეა. – რატომ? ეს გოგონა მიგვითითებს დაფაზე, რომელიც ობიექტის გვერდითაა მიდებული და ცარცით აწერია ფასები. სხვაობა 12 ლარია.
მერე წვალობს სალაროსთან, ამბობს, რომ სალაროს პროგრამაში ამ
დროისთვის სხვა ფასებია. საბოლოოდ, სხვაობა 2 ლარია. რისთვისაც იხდის ბოდიშს, რომ უნებლიედ შეეშალა და ზედმეტი გადაახდევინა…..
—-
ევროპა გინდებლარიან? ევროპაში ობიექტზე შესულ ტურსისტს ჩუქნიან რაღაცეებს….
საზღვაო კურორტებზე რა ხდება ნეტავ? მღერიან ომახიანად ალეგროვა და გაზმანოვი?
გოჩა მირცხულავა, ჟურნალისტი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close