ჯანდაცვა

,,სოლიდარობისგან გამოშიგნული ერი ვართ, არ გვაინტერესებს რას ნიშნავს რისკის ჯგუფი…”

,,ეს პოლიტიკური პარტიების მხრიდან " კუნთების თამაში" და ერთმანეთის დასანახად ქუჩებში ადამიანების გამოყვანა ამ გაგანია პანდემიის დროს, როდესაც პირდაპირ ვიტყვი კლინიკებში ადგილები არაა, თუ არ გჯერათ დარეკეთ 112-ში და ნახავთ, არის ქაოსი, არშემდგარი სახელმწიფო, ჩვეულებრივი ბიოლოგიური სამოქალაქო ომი"

გასაგებია, რომ ქვეყანამ აირჩია ბუნებრივი იმუნიზაციის გზა და არა ვაქცინაციით პრევენცია. ეს კარგია თუ არა, ან ამის მიზეზი რაა, ამის განხილვას არ დავიწყებ, რადგან ყველამ ისედაც ყველაფერი კარგად ვიცით. თუმცა მინდა გითხრათ, ეს პოლიტიკური პარტიების მხრიდან ” კუნთების თამაში” და ერთმანეთის დასანახად ქუჩებში ადამიანების გამოყვანა ამ გაგანია პანდემიის დროს, როდესაც პირდაპირ ვიტყვი კლინიკებში ადგილები არაა, თუ არ გჯერათ დარეკეთ 112-ში და ნახავთ, არის ქაოსი, არშემდგარი სახელმწიფო, ჩვეულებრივი ბიოლოგიური სამოქალაქო ომი. ჩვენ ხალხმაც და სახელწიფომაც ყველაფერი გავაკეთეთ არაფრისთვის.
რაც შეეხება ხალხს, რა ვთქვა, რავი, სოლიდარობისგან გამოშიგნული ერი ვართ, არ გვაინტერესებს რას ნიშნავს რისკის ჯგუფი…ქვეყანა, რომელიც მზადაა არაფრის გულისთვის მსხვერპლი გაიღოს, მოწამეობას არ იმსახურებს. მე არ ვიცი თქვენ რას გრძნობთ როცა 10000 გარდაცვლილი ადამიანის სტატისტიკას უყურებთ, მაგრამ ჩემთვის ის ადამიანების არყოფნის სევდაა, ძლიერი სევდა.
ირონია, გაყოფა, ათწლეულებია ყოველ საღამოს მივდივართ მასთან, რაც ჩვენი ბუნებაა- სული გვიდგას რაც მთავარია.
არჩილ ჯალაღონია, მედიცინის მუშაკი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close