საზოგადოება

,,რეანიმაცია დახურეს, ადამიანები ეღუპებათ და შეხედეთ, ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ”

,,25 ათას მაცხოვრებლიან რაიონში ჩემი გახსნილი საავადმყოფოს რეანიმაცია დახურეს “უსახსრობის” გამო, ადამიანები ეღუპებათ და სამაგიეროდ,შეხედეთ,ეს ნაძირლები ფულს რაზე ხარჯავენ”_ წერს სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

საქმე იმაშია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახალსოფლის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ნინი ქარსელაძის კონცერტის გამართვას გეგმავს, რისთვისაც მომღერალს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6249 ლარს გადაუხდიან.

ყვარლის მერის, როსტომ სესიაშვილის შესაბამისი ბრძანება On.ge-მ გამოაქვეყნა. „რეგინფო“ მერს დაუკავშირდა, რომელმაც უთხრარსელაძე,ქუჩის ბი, რომ ბრძანებაში მითითებული თანხა 6249 ლარი შეცდომით არის ჩაწერილი და რეალურად, ნინი ქარსელაძე-ჟორდანიასთვის 4000 ლარის გადახდას აპირებენ. როსტომ სესიაშვილის თქმით, ამ თანხაში ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ჰონორარიც შედის.

ყვარლის მერის განმარტებით, ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების“ მოწვევა ადგილობრივების მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა.

„მაგალითად, გავაზის სახალხო დღესასწაულზე „ნიკოლშოუ“ ჩამოდის, ჭიკაანის სახალხო დღესასწაულზე – ნოდიკო ტატიშვილი და ა.შ. მომღერლები ჩამოდიან იმის მიხედვით, თუ რა სურს ადგილობრივ მოსახლეობას. მეტნაკლებად კვლევას ატარებენ ადგილობრივი წარმომადგენლები. გასულ წელსაც იყვნენ ჩამოსულები „ქუჩის ბიჭები“, გავაზში. წელს მარტო ნინი ქარსელაძე არ იმღერებს, ჩამოდიან „ქუჩის ბიჭებიც“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

ახალსოფელში სახალხო დღესასწაული 30 აპრილს აღინიშნება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close