სიღნაღის ამბები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის არარსებულ სამსახურებში ,,დასაქმებულები”, არსიარულში იღებენ ხელფასს”

საკრებულოს გადაწყვეტილებით, არარსებულ სამსახურებში დასაქმებული ადამიანები, საახალწლოდ, 200 ლარიან ჯილდოს მიიღებენ

28 დეკემბერს #სიღნაღისმუნიციპალიტეტისსაკრებულოს მე-5 მოწვევის საკრებულომ კენჭი უყარა 2021 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტის ცვლილებას. როგორ მინდა აკადემიური ვიყო, მაგრამ ყოველი სხდომა სატირის ჟანრს შეიცავს და რა გავაკეთო. ერთერთი მომხსენებელი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მალხაზ სიფრაშვილი შეუდგა თავის მოვალეობას და დამსწრე საზოგადოებას გვაცნობდა ინფორმაციას ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა ხალხზე ზრუნვაში და მრავალ მთავრობა გამოცვლილმა დეპუტატებმა შეაწყვეტინეს სიტყვა იმ მიზეზით, რომ მომხსენებლის მოსმენით დაიღლებოდნენ და მოითხოვეს, პირდაპირ კენჭისყრაზე გადავსულიყავით. უმრავლესობა გამოცოცხლდა და საკრებულოს თავმჯდომარეს საკითხის კენჭისყრაზე გამოტანა არ აცადეს, ყველამ ოპოზიციის ანუ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, ხელი აუწია ისე, რომ რაზე აწიეს ხელი, არც გაუგიათ, არც მოუსმენიათ და კითხვაც არ გასჩენიათ. ფრაქცია ენმ-მ მოითხოვა მომხსენებლის მოსმენა. კენჭნაყარი საკითხის გაცნობა გააგრძელა და რა აღმოჩნდა: ბიუჯეტში დარჩენილა გარკვეული თანხა ( რამდენი არ დასახელებულა ) და შესაძლებელი იყო , გარდა პარტიული თანამდებობის პირებისა, საახალწლოდ მიეღოთ ე. წ 200 ლარიანი ჯილდო, (რამდენ თანამშრომელზე უნდა გაიცეს ეს თანხა არ დასახელებულა) დაგვამშვიდეს, რომ ყველას გასწვდებოდა აუთვისებელი თანხა. დავმშვიდდით, თუმცა იმ დროს , როცა მერის ხელფასი 2021 წ იყო 2650 ლარი და 2022-ში გაიზარდა და გაუხდა 5063 ლარი, ასევე საკრებულოს თავმჯომარის ხელფასი შეადგენდა 2065 ლარს და ახლა უკვე 4510 ლარია, (ასევე გაიზარდა 5 მოადგილის ხელფასი) 200 ლარიანი ე. წ ჯილდო რა სახსენებელია, მაგრამ კარგად თუ მოიკითხავთ სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდებით. რატომ? სიღნაღის მუნიციპალიტეში არსებობს არარსებული სამსახურები, რომლებშიც დასაქმებულები არიან თანამშრომლები და სამსახურში არ სიარულში იღებენ ხელფასს და შესაბამისად ჯილდოც ეკუთვნით. არ არსებობს სამსახური, მაგრამ არსებობს თანამშრომელი ხელფასით და წლის ბოლოს ჯილდოც, თუნდაც 200 ლარი იყოს. ასე განიკარგება რაიონის ბიუჯეტი.

მოგმართავთ სიღნაღის რაიონის მოსახლეობას, ეს თქვენი ფულია, მოითხოვეთ თქვენი უფლებები, მობრძანდით საკრებულოს სხდომებზე , იქნებ თქვენი მაინც შერცხვეთ და სხდომაზე გატანილი საკითხის მოსმენა თქვენი ხათრით მაინც შეძლონ თქვენს მიერ არჩეულმა დეპუტატებმა. აქვე დავაანონსებ კიდევ ერთ საინტერესო თემას, რამაც გამიჩინა აზრი, რომ საქართველოს ეკონომიკა მართლა დუღს და მოქაფვაა მოსასწები, თორემ თუ დროზე არ მოიქაფა, ნაძირი ექნება გამოსაცვლელი …

ნონა ნინიაშვილი, სიღნაღის საკრებულოს წევრი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close