სიღნაღის ამბები

„ინფარქტი ან ეხლა დამარტყამს, ან ეხლა“ – გაიცანით პროფესორი და მოხალისეები, რომლებიც ხალხს უანგაროდ ეხმარებიან

,,ემოციური ვიდეო ქიზიყიდან..."

მანანა ბეიტრიშვილი ვაქირელია და ვასო გოძიაშვილის სახლ-მუზეუმში მუშაობს – მენეჯერია. ვაქირი სინაღის მუნიციპალიტეტის ისტორიული სოფელია, რომელიც  გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 420 მეტრზე მდებარეობს. რას ნიშნავ და რატომ ჰქვია სოფელს  ვაქირი? – ამის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. ნიკა ყარალაშვილი ის ვაქირელი ახალგაზრდაა, რომელმაც საკუთარი სოფლის ისტორია ზედმიწევნით იცის.

ნიკა ამბობს, რომ ძველად ვაქირი უფრო ძლიერი სოფელი იყო, ვიდრე ახლაა. ამ აზრს, პირდაპირ თუ ირიბად, მანანა ბეიტრიშვილიც ეთანხმება, რომელიც დასქმების მიუხედავად, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ სერვისს – ექიმის მომსახურებას ხშირად ვერ იღებს. ამიტომ, როცა გაიგო, რომ სოფელში „კუმ დეო მედიქალის“ მობილური კლინიკა ჩავიდა და პროფესორ სოლომონ ზეიკიძის გუნდი მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსაუხრეობას უწევდა და მედიკამენტებსაც აძლევდა, ქალატონმა მანანამ ყველა საქმე გადადო და პაციენტთა გრძელ რიგში ჩადგა.

მოკლედ, იმ დღეს ვაქირელები მადლიერები იყვნენ და მადლობს არ იშურებდნენ. მადლობა კი, როგორც „კუმ დეო მედიქალის“ პრეზიდენტი, პროფესორი, კრდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, ექიმისთვის ყველაზე მთავარი ჯილლდოა.

„კუმ დეოს“ ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია და  კარდიოლოგ ლია ბირკაძისა და კარდიოლოგ სოლომონ ზეიკიძის გარდა, აქციაში მოხალისეები – ქრისტინა მირზახანიანი, თამარ პავლიაშვილი, შალვა მაჩიტიძე, მარეხი ჯინჯოლავა და დავით ველთაურიც მონაწილეობდნენ.

„კუმ დეომ მედიქალმა“ ვაქირში საქველმოქმედო აქცია მუდმივი პარტნიორის „ჯიმ ემ ფარმას“, ასევე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, მალხაზ ბეგიაშვილისა და სიღნაღის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის ნანა ნანობაშვილის აქტოური ხელშეწყობით გამართა.

აი, ასე: სიკეთე გადამდებია, რაც იმას ნიშნავს, რომ „კუმ დეოს“ მობილური კლინიკა მორიგ საქველმოქმედო აქციას მალე საქართველოს სხვა რეგიონში გამართავს.

ვაქირის აქციის საინფორმაციო მხარდამჭერი და წარმდგენია საინფორმაციო პორტალი euronews.ge.

შეგახსენებთ: ორი წლის განმავლობაში „კუმ დეომ“ 23 საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. სოლომონ ზეიკიძის ექიმთა გუნდმა უფასო სამედიცინო მომსახურეობა და მედიკამენტები ილტოს ხეობის სოფელ შახვეტილას, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს, თელავის რაიონის სოფლების – ნაფარეული და ბუშეტი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების – წვირმისა და ლატალის, შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხას, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის, დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის თემის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის, ონის რაიონის სოფელ ღების, წყალტუბოს დევნილთა დასახლებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის მოსახლეობას მიაწოდა.

ექიმების საქველმოქმედო აქციის მედია მხარდაჭერა განახორციელა საინფორმაციო სააგენტო euronews.ge -ს ,,სიღნაღის ამბებმა”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close