,,საჭმლის ფული არ მაქვს, ავად ვარ…” _ ყვარლელი ბიჭი დახმარებას ითხოვს (აუდიო ჩანაწერი)
ბავშვთა სახლში გაზრდილი 24 წლის ბიჭი, რომელსაც არავინ არ ჰყავს ინფექციურ საავადმყოფოშია და დახმარებას ითხოვს. მშიერია, საჭმელი სჭირდება
+995555396876 ლევანი ყვარლის რაიონიდანაა ჩამოსული (
გაავრცელეთ ინფორმაცია, გთხოვთ.
პს: რადგან მე ბევრი გაჭირვებული ადამიანი მიკავშირდება და ფიზიკურად არ შემიძლია პირადად ყველას გავუმართო ხელი, ამიტომ ინფირმაციის გავრცელებით და თქვენამდე ხმის მოწვდენაში ვცდილობ, დავეხმარო მათ. მადლობა ყველას, ვინც მიაკითხავთ ამ ბიჭს. მე ტელეფონით ვესაუბრე და გულში ჩამწვდა მისი სიტყვები. ((
აქვე ვარედაქტირებ პოსტს და ყვარლის მუნიციპალიტეტის თხოვნით ვამატებ მათ კომენტარს, რაც ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა, მარიამ შეყელაძემ გამომიგზავნა პირად შეტყობინებაში.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმირებულია ლევან ბიწაძის მდგომარეობის თაობაზე. მას პირადად შეხვდა მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი და მედიკამენტებით დახმარებას დაპირდა, ასევე მერია მზად იყო ლევანისთვის გამოკვლევების თანხაც აენაზღაურებინა. გარდა ამისა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ მას ერთჯერადი დახმარების სახით, მის მიერვე წარდგენილ ანგარიშზე თანხაც ჩაუერიცხა, თუმცა მიმდინარე ყადაღის გამო მოქალაქეს აღნიშნული თანხა ანგარიშიდან ჩამოეჭრა. მერია სამედიცინო დაწესებულებიდან ელოდება ლევან ბიწაძის მკურნალობის ანგარიშსფაქტურას, რაც ასევე ანაზღაურებული იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.