ვიდეო

,,საპატრულო პოლიციამ 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოახდინა ჩემი დაკავება და მანქანაში ჩატენვა…” _ რა გადახდა თბილისში ადვოკატს

,,რამოდენიმე დღის წინ მე და ჩემი კოლეგა/მეგობარი ალექსანდრე კობაიძე რადიოში ვსაუბრობდით, რა მნიშვნელობა გააჩნია ადვოკატის როლს მართლმსაჯულებაში და რატომ არის ადვოკატთა კორპუსის მაღალი რეპუტაციის არსებობა მნიშვნელოვანი… ვსაუბრობდით, როგორ არ უნდა მივცეთ სამართალდამცველებს ჩვენი და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დარღვევის საშუალება..
თუმცა გადის რამოდენიმე დღე.. (4-5 დღე) და ჩვენი ეს საუბარი და მსჯელობა თავზე გადამახია საპატრულო პოლიციამ თუ კრიმინალურ პოლიციამ საკუთარი საქმით/ქცევით..
გუშინ საღამოთი მოვახერხე და დასვენების დღეს, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად საღამოს საათებში ვიყავი ბავშვთა გასართობ ცენტრში, ამასთან დღეს ჩემი უფროსი შვილი გიორგი გახდა 10 წლის და მინდოდა ეს შაბათ კვირა მაქსიმალურად ხალისიანად გაეტარებინა.. გამოსვლის შემდეგ სატრანპორტო საშუალების დაძვრისთანავე (რომელსაც მართავდა ჩემი მეუღლე) დაახლოებით 50 მეტრში გაგვაჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა.. ხანგრძლივი კომუნიკაციისა და არაერთი უკანონობების შემდეგ იძულებული გავხდი, როგორც უკვე ადვოკატს დამეცვა მძღოლის (ამ შემთხვევაში ჩემი მეუღლის) უფლებები და ინტერესები სამართლებრივი კუთხით.. თუმცა უშედეგოდ.. ვინაიდან შემთხვევის ადგილს იქ შემსწრე სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ,,ვიტომ პოლიცილის”-,,კაცმაცუნას“ მითითებით/რომელიც აგრეთვე ვფიქრობ დამამცირებელი იყო პატრულ ინსპექტორებისთვის – საპატრულო პოლიციამ 3 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოახდინა ჩემი დაკავება და მანქანაში ჩატენვა (მიუხედავად იმისა, რომ არანაირ წინააღმდეგობას არ ვუწევდი.. არც რაიმე სამართალდარღვევა ჩამიდენია და ასევე, არ ჩაუდენია ჩემს მეუღლეს)..მე გადამიყვანეს პოლიციის განყოფილების შორიახლოს ,,ე.წ. ,,როენას სასტუმროს“ მიმდებარედ ეზოში (თითქოს პოლიციის ადმინისტრაციული შენობები არ იყოს მრავლად თბილისში..) სადაც შედგენილ იქნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, როგორ და რა ფორმით განხორციელდა ეგ ცალკე საუბრის თემაა. (ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მომეცა დაკავების ოქმის გაცნობის საშუალება, მასზე შენიშვნის გაკეთების საშუალება) სადაც გამოცხადდა სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი (კლასიკურ ფორმაში ჩაცმული – სპორტულ ფორმაში არ იყო) და მისი მითითებით დაუყონებლივ ხელწერილის საფუძველზე მომხსნეს ბორკილები და გამომიშვეს.. არაფერს ავ ვამბობ იმ უფლებების დარღვევაზე, რომ არ მომეცა საშუალება განმეხორციელებინა სატელეფონო ზარი ახლობელთან (ოჯახის წევრთან).. ასევე ადვოკატთან და ა.შ.
გენერალური ინსპექციას მივმართე გათავისფულებისთანავე დაუყონებლივ საჩივრით.. . მსურს ჩავაყენო საქმის კურსში ამ სახით ადვოკატთა ასოციაცია.. David Asatiani
რამოდენიმე დღეში მექნება სასამართლო სხდომა (ასკ 173 მუხლით – თითქოსდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო!)
ჩემი, ჩემი ოჯახის და ბავშვების და ჩემი როგორც ადვოკატის უფლებების ხელყოფისთვის სათითაოდ მიიღებთ თქვენს წილს – და პირველი იმ სპორტულებში გამოწყობილი შეფით/კაცმაცუნათი დავიწყებ.. . თუ ჩემი უფლებების დაცვისთვის.. ოჯახის პატივისცემის დაცვისთვის და დაცვის უფლების განხორციელებისთვის – თუ მე სასამართლომ სამართალდამღვევად მცნო – ზუსტად ამ დღიდან (პროცესის შემდეგ) დავჭრი ადვოკატის ბარათს.. და კისერი გიტეხიათ პოლიციას თქვენი სასამართლოანად.. ვინაიდან მე, თუ უნარი და შესაძლებლობა არ მექნება მინიმუმ ჩემი უფლება დავიცვა, სხვის უფლებების დაცვაზე ფიქრი ხომ აბსურდული სურვილი ხდება – ესეთ რეალობაში..

გვიან ღამე სახლში მოსვლის შემდეგ.. ბავშვებისგან მოვისმინე შემდეგი შეკითხვები: მამა რატომ დაგიჭირეს? რატომ გიყვიროდა ერთი პოლიციელი? რატომ დაგადეს ხელბორკილები და მანქანაში ძალით რატომ ჩაგსვეს? რატომ დაუჯერეს პოლიციელება სპორტულებში ჩაცმულ კაცს და მისი საუბრის შემდეგ რატომ დაგიჭირეს? ვინც უფროსია ის სპორტულებით და ესე თავისუფლად დადის??

თქვენი კანონიერებისა და სამართლიანობის დედა ვატირე მე! დავასრულე… დანარჩენს სასამართლო პროცესზე ვისაუბრებ და გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს..” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი ვასილ მამულაშვილი. 

Related Articles

Back to top button
Close