საზოგადოება

სიღნაღში რესტორნები დაიწვა – ცეცხლის კერების ლიკვიდაცია კვლავ მიმდინარეობს

დილიდან ქ. სიღნაღის ცენტრში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტებზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, მათ შორის თელავის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის ჯგუფები მუშაობდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი რესტორან,, ნიკალას” და “სარაჯიშვილის” სახურავზე შენიშნეს. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს.ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ დროისთვის ცეცხლის კერების ლიკვიდაცია კვლავ მიმდინარეობს.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

წყარო: სიღნაღის მუნიციპალიტეტი

Related Articles

Back to top button
Close