საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძის განცხადებით, პატრიარქისთვის 41-ე საშობაო ეპისტოლეს უნდა ველოდოთ, რომელიც  იქნება  ჩვენი ერის ცხოვრებაში და მისი უწმინდესობის მოღვაწეობაში ძალიან მნიშვნელოვანი. მისი თქმით, დღეს საპატრიარქოში უწმინდესის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ორი ბიბლიის წარდგინება შედგა, კერძოდ, ე.წ. მცხეთური ხელნაწერის სახით გამოცემული ხუთტომეულის სრული ვარიანტი გამოიცა და ასევე ბიბლიის ორტომეული, რომელზეც აკაკი შანიძემ და ილია აბულაძემ მუშაობა ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყეს.

„მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ბიბლიის ორი გამოცემის პრეზენტაციაზე ვიზუალურად უწმინდესი შესანიშნავად იყო. ღონისძიება საათნახევარი გაგრძელდა და შემდგომ უწმინდესმა დასასრულს სიტყვა ბრძანა. პატრიარქმა დღევანდელი წარდგინება შეაჯამა“, – განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ.

პატრიარქისგან უნდა ველოდოთ საშობაო ეპისტოლეს. „დარწმუნებული ვარ, საშობაო ეპისტოლე ჩვენი ერის ცხოვრებაში და მისი უწმინდესობის მოღვაწეობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ვარდოსანიძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close