საზოგადოება

რძის ნაწარმი უსაფრთხოა?!_ არ მინახავს, მეპატრონე ინდივიდუალური ტილოთი ასუფთავებდეს ძროხის ცურს

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

_ კორონა ვირუსის გამო, დღეს სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გამოცხადებული სამოქალაქო დარბაზის შეკრება გადაიდო,, დიახ ამ მართლა კარგად აწყობილ სახელემწიფო ინსტიტუტს აქვს სამოქალაქო დარბაზი.

ეს რომ ფორმალური იყოს, მე იქ არასდროს მივიდოდი, ეს იცის ყველამ, ამიტომაც, არ ვეხატები ხშირად გულზე დედააფეთქებულ კატეგორიას/გალოჩკისთვის არასად დავდივარ.

დღეს მინდოდა კომპლექსურად მესაუბრა რძის პრობელმაზე და არა მხოლოდ ირანულზე და არა მხოლო ფხვნილზე.
ის, რომ მარტო საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს ჰქონია ხელის დაბანის პრობლემა, კორონამ გვამცნო.

სანამ მესაქონლეობაში დაავადებებზე (ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და ვერასდროს ვისაუბრებ ამაზე ) ისაუბრებენ სპეციალისტები, ვიტყვი იმას, რაც საკუთარი თვალით მინახავს;

1- 15 სულიანი ფერმის მეპატრონე რამდენად ხშირად ასუფთავებს ნაკელისგან ძროხის გავას, კუდს და ცხადია, უპირატესად ცურს და აქვს თუ არა ყველა ძროხას ინდივიდუალური სათლი და თუ მშრალი ქაღლდი არა, ინდივიდულური ტილო მაინც?
არცერთს და არასდროს, მე ეს არცერთ ფერმაში არ მინახავს ,, ცოტა მოზრდილი და მუდმივად კონტროლქვეშ მყოფი ფერმების გარდა.
პატარებზე წვდომა თითქმის შეუძლებელია, ზოგჯერ მათი ადგილმდებარეობის ხშირად მონაცვლეობის გამო.

რას ვაკეთებთ?
მივამრთავ მედია საშუალებებს..
ხომ ნახეთ რა მოაქვს ხელის დაუბანლობას დაავადების გავრცეებისას და როგორ გგონიათ, როცა არ უბანენ ცურს ძროხას, რა გვემართება?
მოდით, გააკეთეთ გადაცემაათა ციკლი ძროხის მოვლის ძველი წესის, ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებზე და ამბებზე.
მერწმუნეთ, ნებისმეირი საერთაშორისო ორგანიზაცია დააფინანსებს ამ ტიპის გადაცემასა ან სიუჟეტს.

არ ვხუმრობ ან რა მეხუმრებაა.

მე რომ გამჩერებელი არ ვარ და ტვინს ვბურღავ, იცით – კონკრეტული სამიზნე და კონრეტული მტერი არავინ მყავს, ესეც იცით,
საერთო საქმეა ეს მეგობრებო!

ვინც გამოეხმაურება ამ ინიციატივას, მასთან ვიმუშავებ უსასყიდლოდ და ნებისმიერ გადაღებაზე გავყვები შავ მუშად.

პატივისცემით, მეყველე ანა.

 

Related Articles

Back to top button
Close