საზოგადოება

დემურ გიორხელიძე: ,,ეს ჯობია”-“ის ჯობიაზე” არ იგება სახელმწიფო…

დასავლეთში უდიდესი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება…

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ღიად წერენ, რომ წაგებული ის ქვეყნები დარჩებიან, რომლებმაც ვერ შენიშნეს ეს ცვლილებები.

არ არსებობს ზუსტი კონტური იმისა, თუ რა ფორმასა და მასშტაბებს მიიღებს ეს ცვლილებები, მაგრამ ცხადია, ეს უკვე სხვა რეალობაა, სხვა ახალი დროებაა, რომელსაც ანალოგი ვერ/არ მოეძებნება…

წლების წინათ დავინახე ეს… მოურიდებლად ვწერ,
მაგრამ ჩვენ არ გვცალია ამისთვის…

ჩვენ ისევ “იქ” ვართ… სადაც ვიყავით…
ხალხი ერთმანეთს დედას აგინებს იმის გამო, რომ ერთი ბიძინა ურჩევნია სხვა ასს ერთად აღებულს; სხვანი კიდევ, თითქოს, განათლების რაღაც დონის მატარებელნი, ვერ გასცილებიან პიროვნების სიყვარულს და არ ესმით:

“ეს ჯობია”/”ის ჯობიაზე” არ იგება სახელმწიფო… სახელმწიფო პოლიტიკურ თანხმობასა და მყარ ხელუხლებელ მტკიცე და მდგრად კონსტრუქციაზე იგება…

რა არის თანხმობის ფუძე?!
(1) დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, როგორც ხელუხლებელი მონაპოვარი;
(2) ქართული კულტურა, როგორც იდენტობის საფუძველი.
(3) ქართული ენა;
(4) ქართველი ხალხი, როგორც მატარებელნი კულტურისა და ენისა, მათი ნიჭისა და უნარის განვითარება;

ამ თანხმობის ფარგლებში განსხვავებული ხედვები და მცდელობები (1)-(4) მიზნების მიღწევისა არის პოლიტიკური მრავალსახეობისა და დროის კონკრეტულ მომენტში არჩევანის საგანი.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი

Related Articles

Back to top button
Close