პოლიტიკა

,,შთამომავლობამ უნდა იცოდეს, ვინ დააქცია ჩვენი ქვეყანა…”- ლეიბორისტები ,,ოცნების” აქივისტების სიას წერენ

,,ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და დაარბია ჩვენი პარტიის მშვიდობიანი აქცია სემეკის შენობაში, რა დროსაც გამოიყენა არა მარტო პოლიცია, არამედ სპეციალური რაზმი. ჩვენ ერთადერთი გზა დაგვრჩა, უნდა მოვიცილოთ ივანიშვილის რეჟიმი, ეს უნდა მოხდეს აი ახლა, ადგილობრივ არჩევნებზე, 60 დღეში და პირველმა ზარმა მათვის უნდა ჩამოჰკრას.

ჩვენი პარტიის აქტივისტებს დაევალათ ივანიშვილისა და ოცნების ყველა აქტივისტის სიების შედგენა, რათა დარჩეს შთამომავლობას დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, თუ ვინ დაღუპა, ვინ დააქცია ჩვენი ქვეყანა. მსოფლიო პოლიტიკას არ ახსოვს ასეთი ფაქტი, როდესაც ამგვარ დაწესებულებებში დაერბიოთ მშვიდობიანი, საპროტესტო, მჯდომარე აქცია და ამისათვის გამოეყენებინოთ ის შეიარაღებული ძალები, რომლებიც როგორც წესი მოქმედებენ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაშინ როცა ყოველდღე რუსი ოკუპანტები ღობავენ საქართველოს ტერიტორიებს, ივანიშვილის მოწოდებით კი, თურმე ოკუპაციას უნდა შევხვდეთ გაგებით და მოსახლეობას რომელსაც 3 თეთრიან დენს უძვირებენ 25 თეთრად, მაშინ აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული შეიარაღებული ძალები, პოლიცია, სპეცრაზმი. აი, ესაა ბანკირ-ოლიგარქთა, მილარდერთა ლოგიკა. დაუნდობელ ხელისუფლებას სჭირდება დაუნდობელი ბრძოლა და ყველა მხარდამჭერი თუ კი ასეთი დარჩა ივანიშვილს, რომლებიც ფულის გამო არიან მტრის სამსახურში უნდა გაიკრან სამარცხვინო ბოძზე. სამსჯავრო მათააც არ ასცდებათ თავიაანთ ლიდერებთან ერთად” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close