საზოგადოება

ზურა ბატიაშვილი: ,,შავ სიაში” მეც ვყოფილვარ…

"შავ სიებთან" დაკავშირებული საკითხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა დონეზეა ჩვენ ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხი, ასევე სიტყვისა და გამოხატვის უფლება"

Imeda Darsalia-მაც დაადასტურა, მეც ვყოფილვარ ამ “შავ სიებში”. ამას, რა თქმა უნდა, ადრეც ვხვდებოდი.
მართლაც, უკვე 3-4 წელია აღარ მიწვევენ სტუდიაში არც საზოგადოებრივ ტელევიზიაში და არც “იმედზე” (თუმცა, ეს პირადად ჩემთვის არავითარ ტრაგედიას არ წარმოადგენს).
და ეს მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად არ ვერევი შიდა პოლიტიკაში, ვწერ და ვსაუბრობ საერთაშორისო ამბებზე და როგორც თვითონაც ადასტურებენ, ვარ უპარტიო (არც ადრე ვყოფილვარ რომელიმე პარტიაში).
თუ “იმედი” მაინც კერძო ტელევიზიაა და მას თავად შეუძლია განსაზღვროს, ვინ მიიწვიოს და ვინ არა სტუდიაში, საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხის გადასახადებით ფინანსდება და საზოგადოებას აქვს უფლება ხელისუფლების მეხოტბეთა გარდა სხვების (რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი არა) თვალით დანახული საერთაშორისო ამბებიც მოისმინოს.
ამასთან, არასოდეს დამიმალავს ჩემი პირადი კრიტიკული დამოკიდებულება გარკვეული საკითხების (მაგალითად, 3+3, ე.წ. “ნეიტრალიტეტის” თემა, რუსეთ-უკრაინის ომი და ა.შ.) მიმართ არც ადრე, არც ახლა. მომავალშიც ასე ვაპირებ.
ამ “შავ სიებთან” დაკავშირებული საკითხი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა დონეზეა ჩვენ ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხი, ასევე სიტყვისა და გამოხატვის უფლება.
იმედს ვიქონიებ, რომ მუდმივად ასე არ და ვერ გაგრძელდება!
ყველაფერი კარგად იქნება!
უკრაინაც გაიმარჯვებს და საქართველოც!
მენტალური საბჭოთა კავშირი კი აუცილებლად დასრულდება!” წერს ფბ საკუთარ გვერდზე პროფესორი ზურა ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close