სამართალი და კრიმინალი

,,პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა…” _ გერმანიაში მოსამართლემ ქართველი ექიმი დარბაზიდან გაათავისუფლა

ზვიად ტომარაძე, „დემოგრაფიული განვითარების ფონდი”-ს დირექტორი:

_ გერმანიაში მცხოვრები ხათუნა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს: მეგობარს სათარგმნელად წავყევი სასამართლოზე. შემოიყვანეს პატიმარი, წაუკითხეს ბრალდება – საბუთების გაყალბება, გერმანიაში შემოსვლა ყალბი პასპორტით, ბანკის ანგარიშის გახსნა ყალბი პასპორტით, სამედიცინო დაზღვევა ყალბი პასპორტით (გერმანიაში ეს არის ძალიან სეიოზული დანაშაული). პროკურორმა – განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს: ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი შვილი მყავს, ერთი ავადმყოფი, გავყიდე მანქანა და სახლი, მაგრამ მაინც ფული მჭირდებოდა, გერმანიაში პაკეტების დამტარებლად შემომთავაზეს ჯობდა თუ ხორვატიული პასპორტი მექნებოდა და რა მექნა გავაყალბეო, ფოსტალიონად ვმუშაობდი და ბავშვებს ბინის ქირას ვუხდიდიო…
მერე პაუზა, მოსამართლე აჯამებდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიაში დაბადებულიყავით, ალბათ, შეიძლება, რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავათო, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქციელიაო….და ბოლოს თქვა – თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდიო!!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხავდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი….“
მოგვიანებით ხათუნა გეგეჭკორი იმასაც წერს, რომ მოსამართლემ ქართველი ექიმი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ახლა ესეც ნახეთ, რას აპირებს საპარლამენტო უმრავლესობა:

,,ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპოექტს ამზადებს. სისხლის სამართლის კოდექსს ერთი მუხლი დაემატება, რომელიც უკანონო მიგრაციის საკითხს დარეგულირებს. თუმცა, კონკრეტულად რა ტიპის დანაშაულებებზე საუბარი, კანონპროექტის ავტორები ჯერჯერობით დეტალურად არ საუბრობენ.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის, ან მისთვის უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, ხელის შეწყობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.

ასევე, თავისუფლების აღკვეთას, ვადით სამიდან ექვს წლამდე გამოიწვევს საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა.

გარდა ამისა, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ზემოთაღნიშნული რომელიმე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი საბუთების გამოყენებით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო მითითებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას, ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

ცვლილებების პროექტი „ქართული ოცნების” დეპუტატებმა: არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს. მისი ინიცირება ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.

რას გულსხმობს კონკრეტულად „უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა” და „თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენება”, უცობია. პროექტის ავტორებიდან „რეზონანსმა” მხოლოდ ეკა ბესელიასთან მოახერხა დაკავშირება, რომელიც მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.

„საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებამდე შეიქმნა ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც შენგენის/ევროკავშირის ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დააყენონ საკითხი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე, მათ შორის, ისეთი პროობლემების გამწვავების შემთხვევაში, როგორიც არის, მაგალითად, ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის გაზრდა ან/და ქართველთ მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლის მატება, ან/და რაიმე სახით უსაფრთხოების პრობლემის წამოჭრა.

„ბოლო პერიოდში იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდისა და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა შემცირდეს უკანონო მიგრაცია და ამის შედეგად საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებაც, კერძოდ:

„სისხლის სამართლის კოდექსში „უკანონო მიგრაციის” თაობაზე წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე გადაყვანისთვის ან/და მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის (სსკ-ს 3442-ე მუხლის პირველი ნაწილი).

„ამავდროულად, საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისათვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის (ხელის შეწყობისათვის).

„უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქის მსჯელობა ვიზალიბერალიზაციისათვის სიხსლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების თაობაზე არასწორია, ვინაიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით დანაშაულად ცხადდება უკანონო მიგრაციისათვის ხელის შეწყობა და არა ვიზალიბერალიზაციის დარღვევა, როგორც ეს წარმოდგენილ მსჯელობაშია განხილული”, – უთხრა „რეზონანსს” ბესელიამ, თუმცა არ დააკონკრეტა რა იგულისხმება „ხელის შეწყობაში”.

მისი თქმთ, ცვლილების მიზანია უვიზო რეჟიმის, შეჩერების რისკების მინიმუმადმე დაყვანა.

„ამასთან, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება არ არის სიახლე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, არამედ იგი წარმოადგენს გაგრძელებას უკვე არსებული ქმედების შემადგენლობისა. კერძოდ, სსკ-ს მოქმედი რედაქციის 3441-ე მუხლით უკვე გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მიგრანტის საქართველოს საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისათვის ან/და მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისათვის. ხოლო საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისა და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების ბოროტად სარგებლობის ხელის შეწყობისათვის”, – აღნიშნა ბესელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close