სამართალი და კრიმინალი

,,ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის” ხელმძღვანელმა ამერიკის 7 მოქალაქის ფული მიითვისა – ისინი შიმშილობას იწყებენ”

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი:

_ საქართველოს პროკურატურის უკანონობების კასკადი და სახელის შებღალვა მალე გასცდება ევროპის ფარგლებს.პროკურატურის გადამკიდე ჩვენი საცოდავი მოქალაქეები, იძულებულები არიან ელემენტარულ დონეზე რომ მიაღწიონ სამართალს, ვაშინგტონში,ამერიკის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრის მოთხოვნით იშიმშილონ. 7 ამერიკის მოქალაქე,რომელთა ოჯახის ფული მიითვისა ი/ბ ამხანაგობა ოლიმპიური ვარსკვლავის ხელმძღვანელმა და ეს დადასტურებულია სასამართლოს განჩენით 19 ოქტომბრიდან ვაშინგტონში იწყებენ აქციებს,რომ ამერიკის მთავრობამ დაიცვას ამერიკის მოქალაქეების კერძო საკუთრების უფლება საქართველოში.ამერიკის მოქალაქე ლაშა ბუკია სპეციალურად ჩამოვიდა ამერიკიდან დღევანდელ აქციაზე დასასწრებად და ხვალ მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში.ლაშა ბუკიამ დაამთავრა პენსელვანიის უნივერსიტეტი,იგი არის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი, მუშაობას საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე ბანკში,აქვს პირდაპირი კონტაქტები ამერკულ ბიზნეს წრეებთან. ლაშა ბუკია არის შოკირებული რაც აქ ხდება. საქართველოს მთავრობაში ვინმეს რომ ელემენტარული ტვინი ჰქონდეს უნდა ხვდებოდეს,რომ აღნიშნული სკანდალის გახმაურების შემდეგ საქართველოში არავინ აღარ შემოვა ბიზნესის საკეთებლად, ასეა ბიძინა ივანიშვილო, არ უნდა დაგენიშნა „უდიპლომო“ მთავარი პროკურორი.

Related Articles

Back to top button
Close