საზოგადოება

ლადო სადღობელაშვილის წერილი ციხიდან

,,საღამო მშვიდობის მეგობრებო,

იმედია, თქვენ მაინც კარგად ხართ და გაქვთ მშვიდობა. ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და დღითი-დღე უარესდება…
ყველაზე დიდი ტკივილია ის უსამართლობა, რაც ჩვენი საქმის ირგვლივ ხდება. ბოლო პროცესზე, სულ გვქონდა იმედი, რომ დამთავრდებოდა ჩვენი უკანონო პატიმრობა, მაგრამ როგორც კი დავინახე დარბაზში უამრავი ბადრაგი, მოსამართლის გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაშინვე მივხვდი, რომ ისევ აქ გვაბრუნებდნენ და ისევ თქვენი გამხნევება დავიწყე… ასეც მოხდა და ჩვენ უდანაშაულო ქართველები დაგვაბრუნეს საპყრობილეში. აგერ უკვე 51 დღეა დამწყვდეულები ვართ უსამართლოდ და ჩვენ თავს დატეხილ უბედურებას დასასრული არ უჩანს.
პროკურატურა და სასამართლო უკვე დუეტში ცდილობენ რწმენისა და სიმართლის ჩაკვლას ჩვენი ციხეში დატოვებით. მძიმეა, როდესაც უსამართლობის მსხვერპლი ხდები და კიდევ უფრო მძიმე ყოფილა, როდესაც ამასთან გამკლავების იმედს ნელ-ნელა გიკლავენ სულში.
ახლაც ჩამესმის ყურებში ბექა რევაზიშვილის ბოლო სიტყვები, რაც მან პროცესზე გააჟღერა: „სტუდენტი ვარ, გამიშვით, რომ სწავლა-განათლებას დავუბრუნდე, თუ აქ დამტოვებთ შემდეგ პროცესზე ერთი ბრალდებულით ნაკლები გეყოლებათ დარბაზში, რადგან ჩვენ შიმშილობის შეწყვეტას არ ვაპირებთ“…
სწორედ ამის ნახვა სურს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ შვიდივე უკანონო, პოლიტიკური პატიმარი აქ გლდანის მე-8 დაწესებულებაში დავიხოცოთ შიმშილით და გაიხარონ მამათმავლებმა, უსჯულოებმა და ჩვენი სამშობლოს მტრებმა.
ამ მძიმე სულიერ ტკივილს ემატება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. სისუსტე, დაღლილობა, გაუთავებელი თავის ტკივილები…
ყველაფრის მიუხედავად ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცე და ურყევია. ვაგრძელებთ შიმშილობას და ეს შიმშილობა დასრულდება ან ჩვენი გათავისუფლებით, ან ჩვენი გასვენებით გლდანის მე-8 დაწესებულებიდან. ილოცეთ ჩვენთვის.

ლადოს თხოვნით,
მისი ადვოკატი”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close