პოლიტიკა

“აფრასიძეებთან დაკავშირებული სპეცოპერაციის ჩატარება დააჩქარა კალაძეების ეჭვმა, რომ მათი გატაცებული შვილი და ძმა სწორედ აფრასიძეებთან იყო გადამალული”

ვინაიდან გარკვეული აზრთა სხვაობა გამოიწვია ჩემმა განცხადება ინგა გრიგოლიას გადაცემაში კალაძე–აფრასიძეებთან დაკავშირებით დამატებით განვმარტავ შემდეგს——პირველი, ყველამ გაითვალისწინოს, რომ მე განათლებით იურისტი ვარ და არ გავაკეთებ ისეთ განცხადებას რაშიც დარწმუნებული არ ვარ თვითონ. 2004 წლის 23–24 მარტს ეცერის სპეცოპერაცია დამთავრდა უმძიმესი შედეგებით, აფრასიძეების ოჯახში მოკლული იქნა ორი ადამიანი, მძიმედ დაიჭრა კიდევ ორი, პატარძალი ფსიქიურად შეიშალა, ბავშვებმა მიიღეს უდიდესი ტრამვა, დანელდა ფუძე და ოჯახი. სპეცოპერაციის ჩატარება დააჩქარა კალაძეების ეჭვმა, რომ მათი გატაცებული შვილი და ძმა სწორედ აფრასიძეებთან იყო გადამალული, რისთვისაც ისინი არაერთხელ ეახლნენ მაშინდელ პრეზიდენტს. ხელისუფლება არგუმენტად იშველიებდა იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნდა საჭირო ფინანსები ამ ძვირადღირებული ოპერაციისთვის. (მართლაც მაშინ პოლიცია კიდევ სრული უფინანსობის ეტაპზე იყო) როდესაც კახი კალაძემ თავის თავზე აიღო მისი დაფინანსება მთავრობას უარის თქმის ბოლო საფუძველიც ამოეწურა. სპეცოპერაციაში მონაწილეობდა 12 ვერტმფრენი და ასეულობით ყველა სახეობის სპეცრაზმელი სრული ეკიპირებით. ეს ძალები, რომ გვყოლოდა სოხუმში აფხაზეთს ნამდვილად აღარ დავკარგავდით. შედეგად დატრიალდა სისხლის კალო, მაგრამ კალაძის ძმა იქ არ აღმოჩნდა და როგორც მერე დადგინდა, იგი ამჟამად მსჯავრდებულმა ამისულაშვილმა და ჯგუფმა თბილისში გაიტაცეს და თბილისშივე მოუღეს ბოლო. ღმერთმა მისი სული აცხონოს. ის, რომ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბატონმა გიორგი ბარამიძემ, ამავე ტელეგადაცემაში არ დაადასტურა აღნიშნული დაფინანსების არსებობა სპეცოპერაციაზე და მხოლოდ კალაძეებისგან აფრასიძეებზე მიცემული ფული ახსენა რატომ გაგიკვირდათ? საქართველოს ისტორიაში რომელ ძალოვან მინისტრს უღიარებია ამგვარი ან უარესი ფაქტები? აღნიშნული ისტორია იმიტომ გამახსენდა ინგასთან, რომ ფულით ადამიანურ-სახე დაკარგულ, ძალადობაზე ორიენტირებულ კალაძე–ივანიშვილის რეჟიმს ეს მანიაკალიზმი ჩამოუყალიბდათ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების დროს, იმიტომაც ვახსენე, რომ მომავალში არასოდეს განმეორდეს მაჩალიკაშვილების, აფრასიძეების, გირგვლიანების ტრაგედია. მერე რა, ნებისმიერ ოჯახში შეიძლება აღმოჩნდეს დასაკავებელი, მძინარე ეჭვმიტანილი, განა ეს ვინმეს აძლევს უფლებას საწოლში ესროლოს,ოჯახი ამოწყვიტოს და ამგვარი ცოდვა დაატრიალოს? ამიტომ სრული იურიდიული და მორალური პასუხისმგებლობა ამ საშინელებაზეც ეკისრება ქალაქის მთავარ ქურდს კახი კალაძესაც . მოვა დრო და ეს ოფიციალურ–პროცესუალურად დადგინდება. ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღნიშნულზე ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება დაადგინა იგივე, რომ ამ სპეცოპერაციის დამფინანსებელი იყო სწორედ კალაძე, მაგრამ ბიძინისტურ–მოსკოვურმა გაზეთმა ასავალ–დასავალმა ეს რა თქმა უნდა არ დაუბეჭდა. აი როდესაც ივანიშვილი და კალაძე მორიგ ჯერზე წაიკიდებიან მერე აუცილებლად დაბეჭდავენ. მანამდე დაველოდოთ მოვლენებს.

Related Articles

Back to top button
Close