მსოფლიო

,,ორთავიანი არწივისთვის ომი უკრაინაში ის ლუკმაა, რომლის გადაყლაპვაც შეიძლება შეძლოს, მაგრამ მონელება-ვერა”

,,შეუძლია კი რუსეთს, მილიონობით უკრაინელის ნების გატეხვა?"

მოსკოვში კარგად ესმით, რომ უკრაინასთან ომის შემთხვევაში, მათ არ ექნებათ ადვილი გასეირნება იქ.
ერთია, ისარგებლო სამხედრო უპირატესობით (რაც, ცხადია, რუსეთს აქვს) და შეიჭრა უკრაინაში. მაგრამ მეორეა, რა გელოდება იქ.
თქვენ თვითონ განსაჯეთ:
1. უკრაინელები ბოლომდე აპირებენ ბრძოლას. მათ აქვთ სამშობლოს დაცვის მაღალი მოტივაცია, განსხვავებით რუსი ჯარისკაცებისგან, რომლებსაც ძალით მიერეკებიან ომში. ბოლო გამოკითხვებით, უკრაინელების მხოლოდ 9% აპირებს გაეცალოს ომის მიმდინარეობას. დანარჩენები კი (მათ შორის, სამოქალაქოები) წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ. საბრძოლო სული კი მთავარია ომში. შეუძლია კი რუსეთს, მილიონობით უკრაინელის ნების გატეხვა?
2. ცხადია, რომ უკრაინაში დაიწყება პარტიზანული მოძრაობა, ბრძოლები ქალაქებში (მათ შორის, მილიონიან ქალაქებში). დიდი იქნება მსხვერპლი ორივე მხარეს. არის დღევანდელი რუსეთი სლავური ავღანეთისთვის მზად?
3. რუსეთს ამ ტერიტორიების და ხალხის დასამორჩილებლად მოუწევს იმაზე დიდი რეპრესიების გატარება, ვიდრე ამას ლუკაშენკო აკეთებს ბელარუსში. შესწევს კი მოსკოვს ამისი თავი და უნარი?
3. 2014 წლის შემდეგ უკრაინის საზოგადოებაში რუსეთს გამოცლილი აქვს დასაყრდენი. თუ 2008 წელს უკრაინელების უმეტესობა (51%) რუსეთთან ინტეგრაციას ემხრობოდა, 2021 წლის მონაცემებით, უკრაინელების უმეტესობა (58%) ნატოში გაწევრიანების მომხრეა. პრორუსული განწყობები კი 9%-ზე ქვევითაა ჩამოსული. მაშინ ვის და რას უნდა დაეყრდნოს კრემლი უკრაინაში?
4. ის, რომ ისტორიის ბედუკუღმართობის გამო უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსულად საუბრობენ, სიტუაციას არ ცვლის მოსკოვის სასარგებლოდ. ამერიკელებიც საუბრობენ ინგლისურად, მაგრამ ინგლისელები არ არიან. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, დონბასში უკრაინის მხარეს მებრძოლი მებრძოლების უმეტესობაც სწორედ ეს რუსულენოვნები არიან და ყველაზე მეტად მათ არ სურთ, გაუბედურებული და ჩამოქცეული დონბასის დიდი ვარიანტი მიიღონ საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში. რას უშვება ის ამ ხალხს?
5. დასავლეთი აპირებს მძიმე სანქციების შემოღებას, რაც დაარტყავს რუსეთის ეკონომიკას და მოსახლეობას. გაიზრდება საერთაშორისო წნეხი რუსეთზე. რითი აპირებს მოსკოვი ამასთან გამკლავებას?
6. დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის დიპლომატიურ და სამხედრო დახმარებას. მეტიც, გაზრდის ამ დახმარებას. რითი შეძლებს რუსეთი, რომ ამას უპასუხოს?
ორთავიანი არწივისთვის ომი უკრაინაში ისეთი ლუკმაა, რისი გადაყლაპვა შეიძლება სცადოს და გამოუვიდეს კიდეც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მის მონელებას ნამდვილად ვერ შეძლებს.
ზურაბ ბატიაშვილი, პროფესორი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close