ცხოველთა სამყარო

ცხოველთა თავშესაფარს მხოლოდ ,,საქართველოს ბანკი“ დაეხმარა

თავშესაფარში ფინანსური პრობლემების შექმნის შემდეგ ბიზნესმენმა და თავშესაფრის მეპატრონემ თამაზ ელიზბარაშვილმა ტელევიზიის საშუალებით დახმარების თხოვნით მიმართა როგორც მთავრობას, ასევე ბიზნესმენებს.

გარდა პირდაპირი ეთერით გამოსვლისა, მან წერილობით მიმართა როგორც მერიას და სხვა სამთავრობო უწყებებს, ასევე მსხვილი ბიზნესის თითქმის ყველა ხელმძღვანელს, რომ 1 ლარით მაინც დახმარებოდნენ თავშესაფარს ამ მძიმე პერიოდში. მიუხედავად ამისა, მათ არათუ დაეხმარნენ თავშესაფარს, არამედ პასუხიც კი არ გვაღირსეს. მხოლოდ ერთმა კომპანიამ ჩარიცხა თანხა თავშესაფრის ანგარიშზე. ესაა ,,საქართველოს ბანკი“ (200 ლარი), რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც თუნდაც 1 ლარით დაეხმარა ჩვენს ბინადრებს. სექტემბერში სულ ჩაირიცხა 7064 ლარი, რითაც ჩვენ შევიძინეთ ძაღლის მშრალი საკვები შ.პ.ს ,,მასტერ თრეიდისგან“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close