მსოფლიო

რატომ ეშინიათ ჯიჰადისტებს ქალი მებრძოლების? _ სირიის ჯარში მოხალისე ქალები ჩაეწერნენ

სირიაში თვითგამოცხადებული “ისლამური სახელმწიფოს”წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია. ჯიჰადისტების წინააღმდეგ ფორმირებულ სხვადასხვა პოლიტიკური მიზნის სამხედრო გაერთიანებებს ასობით ახალი წევრი ემატება.

სირიის ეროვნული თავდაცვის ძალების რიგებში 50 მოხალისე ქალი ჩაეწერა. მათი მიზანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, იგივე დაეშის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანაა.

ამ ქალების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ჯიჰადისტებმა ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ქალებსა და ბავშვებს მიაყენეს.

 ჯიჰადისტების წინააღმდეგ ბრძოლა სირიასა და ერაყში ერთდროულად მიმდინარეობს. სირიაში რაქასა და დეირ-ალ-ზორის გათავისუფლების შემდეგ, ერაყში ჯიჰადისტები ქალაქ ალ-ყაიმიდანაც განდევნეს.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close