საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

ადვოკატი: ვეფხია ბაქრაძე არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას

ადვოკატმა ლევან მარსაგაშვილმა თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული არ აღიარებს იმ დამამძიებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ.

“ვეფხია აღაირებს ფაქტს, მაგრამ არ აღიარებს იმ დამამძიმებელ გარემოებებს, რის გამოც ეს კვალიფიკაცია მიიღო გამოძიებამ. არ აღიარებს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას”, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა.

შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებულ ბაქრაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

ცნობისთვის, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ბაქრაძე წარსულშიც იყო დაკავებული, თუმცა, მან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

მიმალვაში მყოფი ვეფხია ბაქრაძე შაბათს, თელეთში დააკავეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close