საზოგადოება

,,შოკში ჩავვარდი, როცა გავიგე, რომ ანევრიზმის ოპერაციისთვის 16 ათასი ლარი გვჭირდებოდა…”

   ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

    _ რაც გაგვიგონია, უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა ანევრიზმამ? უცებ სკდება სიხლძარღვი და თუ მყისიერად არ უშველე, სიკვდილი თუ არა, ინვალიდობა გარანტირებულია. ერთადერთი გამოსავალი არის დაავადების დროული დადგენა და ოპერაცია, მაგრამ გამოკვლევას რომ თავი დავანებოთ, იცით რა ჯდება ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილისაგან თავის გადარჩენა? ათეული ათასი ლარი.

   რამდენიმე დღის წინ, ჩემი ოჯახიც დადგა ამ პრობლემის წინაშე. შოკში ჩაავარდით, როცა გავიგეთ, რომ თავის ტვინში არსებული ანევრიზმის ოპერაციისთვის 16 ათასი ლარი იყო საჭირო. ეს ხომ უამრავი ადამიანისთვის წარმოუდგენლად დიდი თანხაა (მათ შორის ჩვენთვისაც). ოპერაციის გადასახადის რაღაც პროცენტი დაზღვევით გიფინანსდება, მაგრამ მაინც იმდენი რჩება გადასახდელი, რომ სიცოცხლის ყიდვა, ჩვენი მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გამო, დიდი უმრავლესობისთვის, ფაქტიურად შეუძლებელია.

   მეგონა, ასეთი რისკის მქონე ადამიანებისთვის სახელმწიფოს რაიმე პროგრამა ექნებოდა, მაგრამ არ აქვს. ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მოქალაქეზე, მაგრამ როცა ნარკოპოლიტიკაზე და ნარკომომხმარებლების მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ისეთი მომაკვდინებელი დაავადება, როგორიც ანევრიზმაა (მას ნარკოდამოკიდებულებისგან განსხვავებით არ ირჩევენ), რატომ არ უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო პროგრამით?! ავადმყოფობა, რომელიც ლეტალურად და სწრაფად სრულდება ბევრი არ უნდა იყოს. არადა, მისი ასპროცენტიანი განკურნება შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის მხოლოდ 14-18 ათასი ლარია საჭირო, რომელიც საქართველოში, რიგით მოქალაქეებს არ აქვთ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close