საინტერესო

„მინდა ჩემი ტკივილი გითხრათ, გული მიკვდება…“

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ,,ქართველთა მარშის” იდეას ეხმაურება.

,,და მაინც,გადასარჩენად სხვა გზა უნდა ვეძებოთ!!!!მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ მტკივა… მინდა ჩემი ტკივილი გითხრათ…((((…აღმაშენებლის (პლეხანოვის)114….. ახალშეუღლებულმა ახალგაზრდა წყვილმა-ჩემმა ბებიამ და ბაბუამ-დავით და სოფიო ჭოხონელიძეებმა აქ დაიდეს ბინა,აქ დაიბადა მამაჩემი,აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ მე და ჩემი დები….ამავე უბანში, კარგარეთელის 3 ა-ში გაიზარდა დედაჩემის მამა-ჩემი ბაბუა-ვალიკო კალანდაძე(რომელსაც არც შემდგომ უღალატია პლეხანოვისათვის-ის სუხიშვილების სოლისტი იყო და ანსამბლს ცნობილ,,გოფილექტის” ბაღში ჰქონდათ სარეპეტიციო დარბაზი…შემდგომაც,ფილარმონიის ერთერთი ხელძღვანელი იყო–მაშინ ფილარმონია პლეხანოვზე იყო…)აქ, კარგარეთელზე დაიბადა და გაიზარდა დედაჩემი…შემიძლია ვთქვა რომ ბევრს შევეცილები ამ ლეგენდარული უბნის სიყვარულში….მაგრამ ვაი რომ ვეღარაფერს შველის მხოლოდ სიყვარული…როცა მიჭირდა-აღმაშენებელზე მივდიოდი და იქ სულიერ შვებას ვპოვებდი ხოლმე…გახედვა აღარ მინდა((

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close