საინტერესო

„თბილისის ზღვის პლაზას“ სადღესასწაულო კამპანია – რა მოხდება სავაჭრო ცენტრში წინასაახალწლოდ?!

სავაჭრო ცენტრი „თბილისის ზღვის პლაზა“ 16 დეკემბრიდან წინასაახალწლო კამპანიას იწყებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თათია სიორიძის თქმით, მათი მთავარი მიზანია,  სტუმრებისთვის ჯადოსნური გარემო და დასამახსოვრებელი საღამოები  შექმნან.

თათია სიორიძე: „თბილისის ზღვის პლაზაში“ 16 დეკემბერს გვექნება ჯადოსნური საღამო: საშობაო მიუზიკლი და საახალწლო ბაზრობა. წარმოდგენა 16:00 სთ-ზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობენ „ევროვიზია 2017“-ის მონაწილე, გრიგოლ ყიფშიძე, ჯგუფი The Quintessence და ვოკალის აკადემია. ასევე, მომხმარებელთა თხოვნით, 16 დეკემბრიდან ბრუნდება „ქეშ ბექ“ აქცია, რომელიც 12 იანვრამდე ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება. წესები და პირობები უცვლელია – მომხმარებელს კვლავ შეუძლია 50 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში, დაიბრუნოს 100 ლარამდე გარანტირებული თანხა. 16 დეკემბერს, რა თქმა უნდა, აინთება ჩვენი საახალწლო ნაძვის ხეც. გვაქვს კიდევ ერთი სიურპრიზი, რომელსაც ადგილზე მოსული სტუმრები ნახავენ.

M: როგორ გაგრძელდება საახალწლო კამპანია?

პატარა სტუმრებს კიდევ უამრავ სიურპრიზს ვუმზადებთ. 25-დან 30 დეკემბრამდე მათ მთელი დღის განმავლობაში  ელით გასართობი ღონისძიებები, სპექტაკლები, თამაშები ელფებთან და თოვლის ბაბუასთან ერთად, ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ილუზიონისტისა და ძაღლების შოუ და ა.შ. . 30 დეკემბერს ჩვენთან მოსულ ყველა პატარა სტუმარს თოვლის ბაბუასგან გადაეცემა საჩუქარი, დღის ბოლოს კი  გაიმართება გრანდიოზული საშობაო მიუზიკლი.

M: რატომ გადაწყვიტეთ ასეთი ფორმით საახალწლო კამპანიის მოწყობა?

გვინდოდა, ნაძვის ხის ანთება განსაკუთრებულ ღონისძიებად გვექცია, ასევე ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ ხარისხიან მუსიკას. ვფიქრობდით, პატარა სტუმრებისთვის თემატურადაც სწორი ფორმით მიგვეწოდებინა ღონისძიება. როგორც იცით,  თბილისის ზღვის პლაზა 2017 წლის 30 სექტემბერს გაიხსნა, შესაბამისად, ეს პირველი ახალი წელია, ფუნქციონირების დაწყებიდან. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ღონისძიება განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი და ჯადოსნური გამოსულიყო.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close