საინტერესო

თვალწინ მიდგას მამას მოუხერხებელი დიასახლისობის სცენები_ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი

,,ნაღმზე ავფეთქდი მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვის შემდეგ"

მამაჩემის დაბადების დღეა. 11 წლის ვიყავი, მეზობელ ეზოში დევი კუბლაშვილის მკვახე ჭერმებით შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებას რომ ვებრძოდი გოგონათა სადესანტო რაზმით და ნაღმზე ავფეთქდი, მოწინააღმდეგის პოზიციების დაბომბვის შემდეგ გარაჟიდან გარაჟზე გადავხტი, ჩაინგრა რომელიც და ნეკნებით ჩამოვეცვი მოტოციკლეტს. დედა გერმანიაში იყო და მამა მივლიდა. გადაბმულად ამდენი დღე სახლში და თან დიასახლისის როლში ამ ერთხელ იყო მგონი. თამაზ კვაჭანტირაძე ეხმარებოდა, ხან, რომ გავერთე, ტელევიზორიდან მესალმებოდა, – “ნათია ფანჯიკიძე გვეკითხება, რა ატირებს ტარიელს” – რაღაც ეგეთი ფორმით და ამ მისალმების ხათრით მთელ ლექციას ვუსმენდი, საღამოობით კი სანახავად მოდიოდა და რამე გემრიელი მოჰქონდა, ხოდა ბედნიერი მივირთმევდი ცუდად გარეცხილ მარწყვს და გმირულად ვუძლებდი ცხენზე კიარადა, ველიკაზე ამხედრებული კუბლაშვილის ფანჯრისქვევიდან ცინიკურ ამოძახილს “ჩემო ნეკნებჩამტვრეულო სიცოცხლეო”, სულმდაბალი ეგა, განა მტრობაში ღირსება უნდა უგულებელვყოთმეთქი, მინდოდა გადამეძახა და ფილტვში გაჩხერილი ნეკნი მიშლიდა ხელს. თვალწინ მიდგას მამას მოუხერხებელი დიასახლისობის სცენები და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ძალიან ტკბილი მოგონებაა.

ნათია ფანჯიკიძე, გურამ ფანჯიკიძის შვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close