საზოგადოება

“თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცნობით, უკრაინაში ქართველი ჟურნალისტი , თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს.

“დაახლოებით 40 წუთის წინ, საკუთარი სახლიდან, ქართველი ჟურნალისტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ტელეარხის წარმომადგენელი, თამაზ შავშიშვილი,  გაიტაცეს. მას ჰქონდა აკრედიტაციაც და ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭირო არის უკრაინაში ყოფნისთვის. მას ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს,” – წერს სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=1750178805012493&id=260603653970023

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close