საზოგადოება

ივანიშვილის მიერ განულებული სესხები გაცოცხლდა?_ საიტი ,,vali.ge აღარ არსებობს…”

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

ამ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ამომღები კომპანიები უკავშირდებიან ადამიანებს იმ ვალების ამოღებაზე რომელიც წესით ქართუ ფონდმა გაანულა vali.ge -ს საიტით !!!
ერთი შემთხვევა უკვე სასამართლოშია, ანუ ქართუ ფონდის მიერ განულებულ სესხზე სარჩელი სასამართლოშია გამსესხებლის მიერ შეტანილი; ორი შემთხვევა ჯერ სატელეფონო კონტაქტის დონეზეა.

მოკლედ, აქ რაღაცაშია საქმე, კერძოდ:
– ან ქართუ ფონდი ბლეფაობს (უკიდურესად დაბალ ფასად გამოისყიდა სესხები, ხალხს უთხრა, რომ გაგინულეო და სინამდვილეში არც არაფერი მომხდარა);
– ან გამსესხებლებმა მიუხედავად პორტფელის გაყიდვისა, ხელახლა დაიწყეს განულებული სესხების ამოღება.

ამასობაში vali.ge -ს საიტი აღარ არსებობს და განულების ცნობაც კაციშვილს არ აქვს !!!!

აი ასე, საარჩევნო პერიოდმა გაიარა და განულებული სესხები გაცოცხლდა როგორღაც ?! (ეს კითხვაა და არა დასკვნა).

Related Articles

Back to top button
Close