საზოგადოება

სახელმწიფომ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებს შეუფერხებლად განაგრძობს

 ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა ვაქცინაციას, სადიაგნოსტიკო კვლევებს და ინდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, გეგმის მიხედვით ახორციელებს.

? სააგენტოს ვეტერინარები დაავადებების – თურქულისა და ჯილეხის საწინააღმდეგოდ მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკურ ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საკარანტინო ზონებშიც ატარებენ. მიმდინარეობს ასევე სხვადასხვა დაავადების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და დიაგნოსტიკა. სამუშაოები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით ტარდება.

? ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ ღონისძიებებს გეგმის შესაბამისად გააგრძელებს.

▶️ სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, ითანამშრომლონ ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვეტერინარული მანიპულაციების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას.

? ცხელი ხაზი: 15-01
#სურსათისეროვნულისააგენტო
#ვეტერინარიისდეპარტამენტი

Related Articles

Back to top button
Close