სემეკის განცხადება:
ელექტროენერგიის დარიცხვებთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ:
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tfc/1/16/1f7e2.png)
სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკს.
![?](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t2d/1/16/1f4cd.png)
სპეციალურად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკის ვებგვერდზე განთავსდა ფორმა, სადაც რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსებით, ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს. ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით:
https://gnerc.org/ge/telasi-telmiko.
![➡️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t9e/1/16/27a1.png)
დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის დახმარებით.