საზოგადოება

,,ხელისუფლების პოლიტიკამ გააღატაკა და მასობრივ ფსიქოზში ჩააგდო ხალხი”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ სამწუხაროდ, ხელისუფლების პოლიტიკამ ჩამოშალა სახელმწიფო, ხოლო ადამიანები არა მარტო სრულიად გააღატაკა, არამედ მასობრივ ფსიქოზშიც ჩააგდო, რისი დასტურიც ამ წუთას საფინანსო დაწესებულებაში შეჭრილი ახალგაზრდა კაცის რეალისტურ–სტრესული ქცევებია.

მოვუწოდებ პოლიციას, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ სისხლის ღვრის გარეშე დამთავრდეს ეს შემთხვევა. ყოველი სიცოცხლე დამნაშავე იქნება თუ მძევალი ქვეყნისთვის ძვირფასია. მთავარ მოქმედ პირს კი მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ადამიანები და ჩაბარდეს პოლიციას. პოლიტიკური საკითხები ასეთი ფორმებით არ წყდება. ამას სჭირდება ის, რასაც დღეს ქართული ოპოზიცია უპრეცენდენტო ერთიანობით აკეთებს.

Related Articles

Back to top button
Close