საზოგადოება

ამ ბიჭების დახმარებით, რამდენიმე ოჯახი არ დაიძინებს მშიერი

#სიკეთის ამბები
საუკეთესო ადამიანები, ერთად კეთილი საქმისთვის.
დღეს, დედების ფონდში დარეგისტრირებულ, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ამ ბიჭებმა პროდუქტი მიუტანეს…
მაშინ, როცა ქვეყანაში მძიმე პერიოდია, ჩვენთან კი არ წყდება იმ დედების ზარები, ვის შვილებსაც ძალიან შიათ, შეუძლებელია საკუთარი რესურსით ყველასთან მიხვიდე…
მაგრამ ამ ბიჭების დახმარებით, დღეს კიდევ რამდენიმე ოჯახი არ დაიძინებს მშიერი, დღეს კიდევ რამდენიმე დედა აღარ იდარდებს რა აჭამოს შვილებს

მადლობა თითეულ ადამიანს, ვინც სურვილი გამოთქვა დაგვხმარებოდა და გადაერჩინა შიმშილის და სიღარიბის ზღვარს მყოფი ადამიანები.

მადლობა ამ ბიჭებს დაუზარელი შრომისთვის, უანგაროდ გაღებული სიკეთისთვის… ერთად უფრო ბევრი შეგვიძლია …

იყავი შემდეგი შენ.
შემოგვიერთდი!

#არაშიმშილს…
#დარჩისახლში
#დედებისფონდი

Related Articles

Back to top button
Close