პოლიტიკა

,,აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ უღირსი საქციელი უწოდა რუსი პოლიტიკოსის საქართველოში არ შემოშვებას”

,,ყოფილი დიპლომატი არადიპლომატიური მეთოდებით, თითქმის ყოველდღიურად ახერხებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში მკვეთრად ანტი სახელისუფლებო პოზიციების დაფიქსირებას"

ტოტალიტარიზმი თუ დემოკრატია?!
ბოლო 10 წელია, საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ევროპელი ან ამერიკელი მოქმედი თუ გადამდგარი ელჩების,-კონგრესმენებისა და სენატორების, ევროსაბჭოსა თუ ევროპარლამენტის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში, პირდაპირი ან ირიბი მოწოდებებია საქართველოს ხელისუფლებასადმი დაარღვიონ კონსტიტუცია და მოქმედი კანონები, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იმ შემთხვევებში, თუ ამას მოითხოვენ ამერიკიდან ან ევროპიდან.
ბოლო ასეთი მოწოდება გაკეთდა აშშ-ს ყოფილი ელჩის იან კელის მხრიდან,-რომელმაც გაუმართლებელი და უღირსი საქციელი უწოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსი პოლიტიკოსის დიმიტრი გუდკოვის საქართველოში არ შემოშვებას.
გაკვირვებას იწვევს აქტიურობა, რომლითაც ყოფილი დიპლომატი არადიპლომატიური მეთოდებით თითქმის ყოველდღიურად ახერხებს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში მკვეთრად ანტი სახელისუფლებო პოზიციების დაფიქსირებას.
შეიძლება ითქვას, რომ ბ-ნი კელი სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმის ხელში საერთაშორისო მასშტაბის დროშად იქცა და მის ყოველ გამოხტომას წაღმა-უკუღმა აფრიალებენ დღევანდელი ფსევდოდემოკრატიული ლოზუნგებით შეიარაღებული ქართველი რადიკალური ოპოზიციონერები.
იან კელის აზრით, არც ქართული კანონები, არც საერთაშორისო ნორმები და ლოგიკა არაფერს ნიშნავს, თუ პოლიტიკური ინტერესები მოითხოვს მათ დარღვევას.
თურმე ვინაიდან რუსი პოლიტიკოსი დიმიტრი გუდკოვი დღეს პუტინის ოპოზიციონერია, რაც არ უნდა ჩაედინა საქართველოს წინააღმდეგ, მისთვის საზღვრის გადმოკვეთაზე უარი არ უნდა ეთქვა საქართველოს ხელისუფლებას.
მართალია, იან კელი გამორჩეულია თავისი პოლიტიკური მიკერძოებით, მაგრამ სამწუხაროდ, ის არ არის ერთადერთი საქართველოს მეგობართა თუ სტრატეგიულ პარტნიორთა შორის, რომლებიც თავისი გამონათქვამებით პირდაპირ შეურაცხყოფენ საქართველოს კონსტიტუციას თუ კანონმდებლობას, როდესაც რეკომენდაციას აძლევენ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, უგულებელყონ კანონის მოთხოვნები და იხელმძღვანელონ მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით.
მაგალითად ე. წ. „შარლ მიშელის შეთანხმებაში” ჩაიწერა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუ ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებზე ვერ აიღებდა ხმების 43%-ს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას.
ასეთივე თავსმოხვეული და გაუმართლებელი მოთხოვნა იყო,-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე კრიმინალების პილიტპატიმრებად მონათვლა და მერე მათი განთავისუფლების მოთხოვნა.
საინტერესოა,-ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რატომ გვიგზავნიან ისეთ “დიპლიმატებსა” და “დემოკრატებს”,-რომლებისთვისაც კანონის უზენაესობაზე მნიშვნელოვანი
პოლიტიკური მიზანშეწონილობაა.
ეს ყოველივე ეწინააღმდეგება იმ გაცხადებულ მიზნებს, რომლებისთვისაც აშშ და მთლიანად დასავლეთი საქართველოში საკუთარი ქვეყნების გადასახადების გადამხდელების უამრავ ფულს დებს.
ჩვენი პარტნიორების ასეთი მიდგომები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ.
საქართველოს კონსტიტუციის ან ქართული მენტალიტეტის იგნორირება და სხვა მსგავსი „რეკომენდაციები“ ჩვენ გვახსენებს ტოტალიტალური აზროვნების რეციდივებს, რის წინააღმდეგაც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ფორმებითა და მეთოდებით იბრძოდა ჩვენი საზოგადოება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close