საზოგადოება

“ვაპირებ, რომ ვიმუშაო ძალიან აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში”

“წყალმომარაგების მიმართულებით მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო განვითარდეს”, – ამის შესახე სემეკ-ის წევრად​ არჩეულმა, დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელსაც სემეკი დგამს.

“ვაპირებ, რომ ვიმუშაო ძალიან აქტიურად და ყოველდღიურ რეჟიმში. წყალმომარაგების მიმართულებით მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი კიდევ უფრო განვითარდეს. ეს იქნება ჩემი მუშაობის მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, მნიშვნელოვანია საქმიანობის მეტად გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება და ის ნაბიჯები, რომელსაც სემეკი დგამს იმისათვის, რომ ჩვენი ენერგოსისტემა რეალურად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებად დავით ნარმანიასა და გოჩა შონიას კანდიდატურები, 83 მომხრე ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close