სამართალი და კრიმინალი

„დედამ შვილის ცხედარი ამოიცნო“

„არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, გო­გო­ნა რა­ტომ გა­დახ­ტა, თუ გა­და­ვარ­და წყალ­ში“ - რას ამბობს 21 წლის აითაჯის ბიძა

თბი­ლის­ში, მდი­ნა­რე მტკვარ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი­სა და მისი მგზავ­რე­ბის ძებ­ნი­სას უც­ნო­ბი ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ცხე­და­რი გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქო­სა­ლის მკვიდრს, 21 წლის აი­თაჯ მა­მა­დო­ვას ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც 45 დღის წინ გა­უ­ჩი­ნარ­და.

.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 21 წლის აი­თაჯ მა­მე­დო­ვა 1-ელი აპ­რი­ლის ღა­მეს მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მშვი­დო­ბის ხიდ­თან მოხ­და. მის ცხე­დარს მაშ­ვე­ლე­ბი დიდ­ხანს ეძებ­დნენ. ოჯა­ხის ცნო­ბით, აი­თა­ჯი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად იყო წა­სუ­ლი, რის შემ­დე­გაც მშვი­დო­ბის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და.
ბი­ძის თქმით, პო­ლი­ცი­ამ ოჯახს გა­ნუ­ცხა­და, რომ ვი­დე­ო­ზე ჩანს, თუ რო­გორ ვარ­დე­ბა გოგო მდი­ნა­რე­ში.

-აი­თა­ჯი ორ­თა­ჭა­ლა­ში იპო­ვეს, მტკვარ­ში. 14 მა­ისს პო­ლი­ცი­ი­დან დაგ­ვი­რე­კეს და გვი­თხრეს, მტკვარ­ში ცხე­და­რი იპო­ვეს, მობ­რძან­დით და ნა­ხეთ, თქვე­ნია თუ არაო. აი­თა­ჯის დედა წა­ვი­და და შვი­ლი ამო­იც­ნო. მე ად­გილ­ზე არ ვყო­ფილ­ვარ… აქამ­დე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს, გო­გო­ნა რა­ტომ გა­დახ­ტა, თუ გა­და­ვარ­და წყალ­ში, ვი­ცით ის, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყო… – აცხადებს ამბები.ჯი-ისთან ი­თა­ჯის ბი­ძა, ვა­გიფ მა­მე­დოვი.

ამბები.ჯი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close