საზოგადოებასამართალი და კრიმინალი

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე მთავარ პროკურორს მიმართავს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს და ადვოკატთა მიმართ ზოგიერთი პროკურის თუ გამომძიებლის მხრიდან მიუღებელ დამოკიდებულებას აპროტესტებს.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველi გიორგი თევზაძე გამოეხმაურა ადვოკატებისა და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის წევრის, ცნობილი ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის ერთობლივ პრესკომფერენციას, რომლებმაც ზოგიერთი პროკურორის მხრიდან ადვოკატების მიმართ მუქარის შემცველ განცხადებაზე ისაუბრა, რაც ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებში გაკვირებასთან ერთად, დამატებით კითხვებსაც ბადებს.

გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია:

როგორც პრესკომფერენციიდან გახდა ცნობილი, ზოგიერთი პროკურორი და გამომძიებელი ადვოკატის მიმართ ავლენს შეუსაბამო დამოკიდებულებას და ცდილობს, დააშინოს იგი. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ადვოკატის მიმართ ზოგიერთი პროკურორის თუ გამომძიებელის ასეთი დამოკიდებულება და მოთხოვნები, რომელიც კანონის მოთხოვნასთან შეუსაბამოა, შესაძლებელია, იყოს ცალკეული სამართალდამცველი უწყების წარმომადგენელის ინდივიდუალური მოსაზრება და მიდგომა ადვოკატებისადმი, რაც ყოვლად მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. თავისთავად, ეს ჩრდილს აყენებს თავად პროკურატურას და სხვა სამართალდამცავ  სისტემას, ხოლო თუ ასეთი დამოკიდებულება და მოთხოვნა ადვოკატების მიმართ სისტემური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ადვოკატთა მიმართ შესაბამისი უწყებების მხრიდან გამოვლენილ სისტემური დევნის დასაწყისთან, რომლის დაჯერება დღევანდელ პირობებში ნამდვილად არ გვსურს.

მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს, დროული მოახდინოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება, რათა მომავალში არ გამეორდეს ანალოგიური ფაქტი. როგორც საინფორმაციო წყაროებიდან ცნობილი გახდა, ადგილი აქვს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიისა და პროკურორის მიერ ადვოკატების დაბარების ფაქტებს, რომლებისგანაც ითხოვენ მათი კლიენტის მიერ მოტანილი ინფორმაციის ან წარმოდგენილი დოკუმენტის გადამოწმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან ადვოკატს ბრალის წაყენებით. ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი სამი ქალბატონი ადვოკატის მიმართ, რაზედაც აღნიშნულმა ადვოკატებმა და ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის გამგეობის წევრმა, ცნობილმა ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა ერთობლივი პრესკომფერენცია გამართეს და საზოგადოებას გააცნეს აღნიშნული ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა ადგილი არ ქონდეს მომავალში, პროკურორების მხრიდან მსგავს დამოკიდებულებას ადვოკატების მიმართ, რომლებიც ბრალდებისა და სასამართლო სისტემასთან ერთად ქვეყანაში მართლსაჯულების განმახორციელებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მხარეს (დაცვის მხარეს) წარმოადგენენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close