სამართალი და კრიმინალი

მამაკაცმა მძინარე ცოლი მოკლა _ ,,ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონია…”

სურამში, 35 წლის ილია ქურდაძემ, საკუთარი მეუღლე, სამი შვილის დედა, 33 წლის თიკო რუსია ცეცხლსასროლი იარაღით მძინარე, შვილების თვალწინ მოკლა. შემზარავი მკვლელობა ღამით მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.  როგორც გაირკვა, მამაკაცს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონია და სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტშიც ნასვამ მდგომარეობაში იყო. ამოღებულია მკვლელობის იარაღი – რეგისტრირებული სანადირო თოფი.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Related Articles

Back to top button
Close