სამართალი და კრიმინალი

35 წლის მამაკაცი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, მდინარე რიონში გარდაცვლილი იპოვეს

მაშველებმა ორდღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე რიონში ირაკლი ჭოლაძის ცხედარი იპოვეს.

მამაკაცი 37 წლის იყო და ქუთაისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ მამაკაცის გაუჩინარების და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დედას ამ დრომდე არ ჰქონდა. გარდაცვლილის დედა  საზღვარგარეთ იმყოფება.

„მთელი ოჯახი გაოგნებულია, არავინ არაფერი არ იცის, რა მოხდა. ვერსიებიც არავის აქვს. შოკშია მეუღლე. დედა საზღვარგარეთ ჰყავს და შვილის დაკარგვის შესახებაც არ იცოდა“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“.

მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა 112 -ს 6 ივლისს დილის საათებში შეატყობინა. თუმცა, მანამდე წინა ღამეს მამაკაცი სახლში არ ყოფილა.

სამაშველო სამძებრო ბრიგადამ მამაკაცის ცხედარი მდინარის გადაკეტვის შემდეგ იპოვა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი

Related Articles

Back to top button
Close