ჯანდაცვა

,,რეანომობილი გაფუჭდა, ლუკა ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა…”

,,ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით , საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს . ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას , რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს , თუმცა მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი , რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა !!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დაჭირდა ადგილზე მისვლას … ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული …მანქანა შაორთან გაფუჭდა , აპარატიც გაითიშა , ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე , თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა …ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს , თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს… დღეს ის კომაშია , უმძიმეს მდგომარეობაში , სამწუხაროდ გადარჩენის შანსი მინიმალურია ….
ლუკა ჩვენი სკოლის მოსწავლეა და მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, მეგობრებო გთხოვთ ილოცოთ ლუკასთვის. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია, რომ მისთვის გავაკეთოთ და ეს ცოტა არაა❤️❤️❤️
დღეს კვირიკობაა და ამ ძლიერი დღესასწაულის მადლი შეეწიოს ლუკას და მის ოჯახს❤️❤️❤️
ღმერთი მოწყალეა და ჩვენ გვჯერა სასწაულების❤️❤️❤️
#ლუკა_შენ_კარგად_იქნები❤️” ასეთ განცხადებას ავრცელებს სსიპ – მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა.

Related Articles

Back to top button
Close