,,ბასიანის ბარიგების მიმართ სამართალი არის! მელიას მიმართ სამართალი არის! ჩვენ რა დავაშავეთ ამისთანა?”
ლადო სადღობელაშვილი, აქტივისტი:
_ მივმართავ ბნ გიორგი გახარიას, პროკურატურას და სასამართლოს!
– შარშან ჯგუფური ხულიგნობა დამედო ბრალად! (რ2-ის ოფისთან აქციაზე) რ2-ს და გვარამიას გაუგორეთ კოჭი და დამიჭირეთ! ზუსტად იმ მუხლით რა მუხლიც ბრიფინგით გიკარნახათ გვარამიამ!
– დედის გინების მეტი არაფერი გამიკეთებია, რაც არ ცდება ადმინისტრაციულ წვრილმან ხულიგნობას! 5000 ლარი გირაო და 3 თვე გლდანი მხვდა წილად!
– 20/21 ივნისის მოვლენების შემყურე პროტესტი მიჩნდება! მე თურმე ხულიგანი ვარ და ეს ახალგაზრდები პროტესტს გამოთქვავენ?! ამ ქვეყანაში სამართალი არის? გეკითხებით?
– შესაბამისად მოვითხოვ, მე და ჩემთან ერთად დაკავებულებს შეგვიწყდეს საქმის წარმოება! ეს უსამართლობა და უთანასწორობაა და მეტი არაფერი!
ps ბასიანის ბარიგების მიმართ სამართალი არის! მელიას მიმართ სამართალი არის! ჩვენ რა დავაშავეთ ამისთანა? დისკრიმინაციაა სახეზე!