საზოგადოება

,,საჭმელი და წამალი მოვუტანოთ ხალხს სახლებში” _ ღია წერილი გიორგი გახარიას

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია სოციალური ქსელით პრემიერ -მინისტრს ღია წერილს უგზავნის:

,,პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას

ჩვენ ვუჯერებთ როგორც მთავრობას, ასევე ექიმების საგანგაშო გაფრთხილებებს და ვრჩებით სახლებში, თითქმის ერთი თვეა.
ამასთან ერთად სავსეა ქუჩები, პარკები თუ სუპერმარკეტები იმ ადამიანებით, რომელიც პოტენციურად ვირუსის გადამტანი შეიძლება გახდნენ. საზოგადოების ერთი ნაწილი არ უნდა იყოს საფრთხეში იმათ გამო, ვისთვისაც კორონა არასერიოზული თემაა. როგორც ბატონი გამყრელიძე ამბობს, გაუფრთხილებლობით ათასობით მოქალაქეს დასჭირდება რეანიმაცია, ხოლო ჯან.დაცვის მინისტრის თქმით ჩვენი მედიცინა ვერ გაუძლებს ამ რაოდენობას.
ნუ ვაგდებთ საფრთხეში ჩვენს ოჯახებს იმათ გამო, ვისაც ღმერთმა არ მისცა ჭკუა დაემორჩილოს ქვეყანას. ნუ ჩავყრით წყალში ქვეყნის მიერ ამ რთულ სიტუაციაში გადაგმულ სწორ ნაბიჯებს ბოლო თვეების მანძილზე.
აღკვეთეთ ეს გადაადგილება, სანამ გვიან არ არის.
ადამიანები გავიდნენ გარეთ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
საჭმელი და წამალი მოვუტანოთ ხალხს სახლებში.
გავუძლებთ, გადავიტანთ, ომს გაუძლო ქვეყნებმა. უფრო რთული გასაძლებია იმის ყურება, ხალხის ერთი ნაწილი მეორე ნაწილის გამო სიცოცხლის საფრთხის ქვეშ რომ არის.

დაამთავრეთ ეს უსამართლობა.

Related Articles

Back to top button
Close