საზოგადოება

,,როგორც დედა მოგმართავთ თხოვნით, ყურად იღოთ ჩემი აღშფოთება”

მანანა სარიშვილი:

_ ჩემს შვილს, ვასილ ტაკიძეს ბანკიდან აღებული სესხით წამოწყებული აქვს ბიზნესი. კერძოდ, ის ამუშავებს დელტა პლანებს ბათუმში სანაპიროზე, ტურისტული სეზონის დროს. თუმცა, თბილისი ნავიგაციის ადმინისტრაციამ მას შეუზღუდა საქმიანობის უფლება. გამწარებულმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად ხელი ლურსმნით მიიჭედა ხეზე და მოითხოვს, მისცენ მუშაობის საშუალება.

ახალი ხელისუფლება თბილისსა და ბათუმში მოვიდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პაკეტით. ეს გახლავთ მათი პრიორიტეტი. გაუგებარია, რა ხდება?! რატომ შეუზღუდეს ადამიანს საქმიანობის უფლება? ნუთუ ხელისუფლების პრიორიტეტი ნავიგაციისთვის არაფერს ნიშნავს? როგორც დედა მოგმართავთ თხოვნით, ხელისუფლებას, ვისაც ეს ხელეწიფება, ყურად იღოთ ჩემი აღშფოთება და გონივრულად გადაჭრათ ეს საკითხი

შეგახსენებთ, რომ დღეს, ბათუმელმა ვასიკო ტაკიძემ პროტესის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლის წინ ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა. ტაკიძე ამბობს, რომ ბათუმის სანაპირო ზოლში დელტაპლანით ფრენა საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა. ამ ბიზნეს ის სამი წელია აწარმოებს და ბანკიდან დიდ ოდენობით სესხი აქვს გამოტანილი.

ტაკიძე მთავრობას დროულ რეაგირებას და ტურიზმის სფეროს ხელშეწყობას სთხოვს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close