პოლიტიკა

,,ქართული სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად მობილიზირებულია სპეცსამსახურები, ხელისუფლების სათანადო სტრუქტურები, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია და მილიონობით ფული”

საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან

დღეს, რუსეთის საელჩოსთან, ლეიბორისტულმა პარტიამ აქცია მოაწყო. აქციაზე სიტყვით გამოვიდა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი:

_ სანამ ჩვენ რუსეთის საელჩოსთან ვდგავართ, ამ წუთებში იღობება ხურვალეთი რუსი ოკუპანტების მიერ. რუსეთის ფედერაცია ამავე დროს მობილიზებულია ჩაერიოს მოახლოებულ არჩევნებში თავიანთი რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დასატოვებლად საქართველოში. მობილიზირებულია სპეცსამასახურები, ხელისუფლების სათანადო სტრუქტურები, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაცია, მილიონობით ფული და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ საბოლაოდ გაანაგდურონ ქართული სახელმწიფოებრიობა, რის უფლებას და საშუალებასაც ჩვენ დღევანდელი და მომავალი თაობა მათ არ მივცემთ და ამას ვაცხადებ აქ, მათი საელჩოს ნარჩენებთან.

დღეს იძულებულები გავხდით, გაგვეგზავნა მოთხოვნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში, რათა საქართველოში არჩევნებში უხეში ჩარევისთვის, რუსეთის ფედერაციას დაედოს საერთაშორისო სანქციები, როგორც ეს მოხდა სხვა ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტებისას. იმედია, სანქციების საფრთხე და რეალობა აიძულებს პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას, თავი დაგვანებოს, ოკუპაცია დაამთავროს და დაიწყოს იმ თანამშრომლობაზე ფიქრი, რომელიც ჩვენი, ორივე ხალხის საერთო ინტერესებშია და ჩვენი ხალხის ინტერსებშია მშვიდობა, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა, ბიზნესის განვითარება, უვიზო რეჟიმი და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; მას შემდეგ, რაც საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება ფსოუზე, ჯავასა და ცხინვალში, როგორც ამას მოითხოვს გაეროს წესდება და მსოფლიო თანამეგობრობა.

Related Articles

Back to top button
Close